კომენტარი

ჩემი გული კიევში უნდა იყოს დამარხული – სააკაშვილი სასამართლოს ჩაერთო

1 თებერვალი, 2023 • 943
ჩემი გული კიევში უნდა იყოს დამარხული – სააკაშვილი სასამართლოს ჩაერთო

დღეს, პირველ თებერვალს, მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე.

სააკაშვილმა თავისი მიმართვა უკრაინულ ენაზე წაიკითხა და თქვა, რომ უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია. ექსპრეზიდენტის თქმით, მისი გული უკრაინას ეკუთვნის და თუ უკრაინის გამარჯვებამდე ვერ იცოცხლებს, სურს, რომ მისი გული კიევში დამარხონ.

„მოგესალმებით ყველას, ახლა ვარ მატროსოვის ციხეში. ჩემ მიმართ განხორციელდა წამება, მე ვიყავი მოწამლული… მადლობა ყველა უკრაინელს ყურადღებისთვის. მე დარწმუნებული ვარ უკრაინის გამარჯვებაში, მაგრამ თუ ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას… სიკვდილი ჩვენს მტერს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამის შემდეგ სააკაშვილმა მაისური აიწია და მოსამართლესა და სასამართლოს სხდომაზე დამსწრეებს მისი ფიზიკური მდგომარეობა აჩვენა.

„ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის“, – თქვა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი