კომენტარი

ოლეგ ჟდანოვი: რუსეთმა თითქმის მოამთავრა საქმე საქართველოსთან

28 დეკემბერი, 2022 • 2023
ოლეგ ჟდანოვი: რუსეთმა თითქმის მოამთავრა საქმე საქართველოსთან

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნებისმიერ ადგილას ნებისმიერი კონფრონტაციით იღებს სარგებელს, ხოლო მოსკოვმა „თითქმის მოამთავრა საქმე საქართველოსთან“, აცხადებს უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი, ოლეგ ჟდანოვი.

„ოდესა ჯორნელის“ ცნობით, ასე გამოეხმაურა  ჟდანოვი ლიზა იასკოს, სააკაშვილის პარტნიორის განცხადებას ექსპრეზიდენტის მოწამვლის შესახებ.

ჟდანოვის აზრით, ახლო მომავალში მოსკოვი შეძლებს დაარწმუნოს თბილისი, რუსეთის ჯარს, სომხეთში დისლოცირებისთვის, საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის ნებართვა გასცეს.

„ჩემი აზრით, რუსეთმა თითქმის მოამთავრა საქმე საქართველოსთან. როგორც ჩანს, სპეციალური ოპერაცია სააკაშვილთან დაკავშირებით ბოლომდე ახდენს საქართველოს დისკრედიტაციას დასავლეთის თვალში.

თუ დაიჯერებ ამ ვერსიას, – რომ რუსულ სპეცსამსახურებს სააკაშვილის მოწამვლის სპეციალური ოპერაცია ჰქონდა და ის ციხეში მოკვდება, – საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანაა, ბოლომდე დისკრედიტირებული იქნება.

შემდეგ საქართველოს ხელმძღვანელობას დასავლეთთან დაახლოების შანსი აღარ ექნება, იქნება მხოლოდ ერთი ვარიანტი – რუსეთთან დაახლოება. გარდა ამისა, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც ბერკეტს წარმოადგენს. ვიცი, რომ აფხაზეთში [რუსები] აგრძელებენ სოფლების „მოკბეჩას“ [მცოცავ ოკუპაციას]. ჯარის ბოლო გადაადგილება ზაფხულში დაფიქსირდა. ეს ზეწოლის ინსტრუმენტია საქართველოს მთავრობაზე“, – განაცხადა ჟდანოვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი