კომენტარი

media.ge – ახალი პრიორიტეტები

27 აპრილი, 2010 • 1320
media.ge – ახალი პრიორიტეტები


დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხში“ საინფორმაციო ვებ-გვერდის, www.media.ge-ს მორიგი პრეზენტაცია შედგა. თუმცა ეს იყო უფრო ვებ გვერდის საქმიანობის შეჯამება, რადგან საიტი 2005 წლიდან არსებობს.

 

ვებ-გვერდი სამენოვანია (ქართული, ინგლისური, რუსული)  და მთავარი ფოკუსი მედიაა.

 

საკუთარი პროდუქციის გარდა media.ge მომხმარებელს საქართველოსა და უცხოეთის მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აწვდის. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, თავისი არსებობით ვებ-გვერდი ხელს უწყობს დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების მდგრადობასა და განვითარებას; ჟურნალისტთა უფლებების დაცვას; მათი პროფესიული ინტერესების დაკმაყოფილებას და სოლიდარობის გაღრმავებას ქართულ მედია თანამეგობრობაში.

 

Media.ge-ს რედაქტორის დავით მჭედლიძის ინფორმაციით ამჟამად  2000-მდე ხელმომწერი ჰყავთ, რომლებიც საინფორმაციო ბიულეტენებს ელექტორნულ ფოსტაზე ღებულობენ. ამასთან ვებ გვერდს დღეში დაახლოებით 600-900 მკითხველი სტუმრობს.

 

Media.ge ფონდ ”ინტერნიუსის” პროექტია, რომელსაც მხარს უჭერენ ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო” (OSGF), ნაციონალური ფონდი დემოკრატიისათვის (NED) და ამერიკის საელჩო საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი