კომენტარი

ქართველები რუსეთში

23 აპრილი, 2010 • 1266
ქართველები რუსეთში

პეტერბურგში, ამ წუთებში „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტის, ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებული ფორუმი მიმდინარეობს.  

როგორც რუსული http://www.rosbalt.ru/2010/04/23/731358.html  ის  კორეპონდენტი იუწყება კონგრესში 20 ქვეყნიდან ჩასული  ქართული დიასპორების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

„როსბალტის“  თანახმად, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, კონგრესის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ებრალიძემ  განაცხადა, რომ კონგრესის ჩატარების  მთავარი მიზანი ერთიანი და სუვერენული  ქართველოა, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით.  

კონგრესზე იმყოფება ქართული დელეგაციაც.

 საქართველოდან  გაემგზავრნენ ეროვნული საბჭოს წევრები – კობა დავითაშვილი კახა კუკავა, გუგე ცანავა, ასევე მოძრაობა „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია და პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი