კომენტარი

“გამოხატვის თავისუფლებაა” – კალაძე სამგორის გამგებლის გინებაზე

21 ივნისი, 2022 • 1458
“გამოხატვის თავისუფლებაა” – კალაძე სამგორის გამგებლის გინებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სამგორის გამგებლის მიერ აქციის მონაწილეების ს*რებად შერაცხვა არის გამოხატვის თავისუფლება.

„შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა – ეს მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა, იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული უმაღლეს დონეზე“, – აცხადებს კახა კალაძე.

დამატებით კითხვებს, მათ შორის, რამდენად ჯდება საჯარო მოხელის მხრიდან მოქალაქეების გინება და შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებაში, კალაძემ არ უპასუხა.

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს აგინა, შემდეგ კი ფეისბუკ პოსტი წაშალა.

„იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ, პასუხი პირადად გამცეთ, მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ“, – წერია კახა სამხარაძის მიერ გავრცელებულ პოსტში.


გუშინ, 20 ივნისს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა.

ნეტგაზეთის მიერ დემონსტრანტების რაოდენობის მიახლოებითი დათვლით, მათი რაოდენობა მინიმუმ 120 ათასი იყო, მაქსიმუმ კი — 160 000.

რამდენი ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე “შინ, ევროპისკენ”

მასალების გადაბეჭდვის წესი