ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ბოლო კვირებში საქართველოდან ორი ოპოზიციური პარტიის – „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა და ორივე პარტია მოითხოვდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტვიტერზე წერს.
„ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში, ბრიუსელში შევხვდი ორ ოპოზიციურ პარტიას საქართველოდან – „ლელოსა“ და გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.
ორივე კატეგორიულად მოითხოვდა ევროკავშირის კანდიდატობას, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რადგან “ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და ყველა პარტიულ ხაზზე მაღლა დგას”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
??For the record, in the last weeks, in ??Brussels, I meet two opposition parties from #Georgia – #Lelo & Gakharia’s #forGeo. Both strongly demanded the EU #candidacy for ?? despite the democratic backsliding as “it’s a historic chance for the country & is above all party lines”.
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) May 31, 2022
ბოლო კვირებია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან [ევროკაშირის სტრუქტურების] დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ“.