უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სიტყვით მიმართა.
ზელენსკიმ ბაიდენს მსოფლიოს ლიდერობა უსურვა, თუმცა განაცხადა, რომ ეს „მშვიდობის ლიდერობასაც“ ნიშნავს.
„მე ცხოვრების აზრს ვერ ვხედავ, თუ არ შეგიძლია მკვლელობების შეჩერება. ეს არის ჩემი, როგორც უკრაინელი, დიდებული ხალხის ლიდერის მთავარი საკითხია. მე მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს: შენ ხარ შენი ერის ლიდერი. გისურვებ, რომ მსოფლიო ლიდერიც იყო. მსოფლიო ლიდერად ყოფნა ნიშნავს მშვიდობის ლიდერად ყოფნასაც“, – განაცხადა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.
მან დღეს კონგრესში ასევე განაცხადა, რომ ომის შესაჩერებლად რუსეთის წინააღმდეგ საჭიროა დამატებითი სანქციები და უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.
