კომენტარი

პუტინს ოლიგარქებზე მეტად სხვა ჯგუფის ეშინია რუსეთში – CIA-ის ექსოფიცერი

14 მარტი, 2022 • 25448
პუტინს ოლიგარქებზე მეტად სხვა ჯგუფის ეშინია რუსეთში – CIA-ის ექსოფიცერი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) რუსეთის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, სტივ ჰოლი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეშინია სახელმწიფო გადატრიალების და უპირველეს საფრთხედ მიიჩნევს არა ოლიგარქებს ან ხალხს, არამედ ძალოვნებს:

„პუტინი ყველაზე მეტად დარდობს უშიშროების მუშაკებზე: მათ სამხედრო ძალები ემორჩილებათ, აქვთ სადაზვერვო ინფორმაცია… ვითარება ემსგავსება 1991 წლის ამბებს, როდესაც მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება სცადეს. ვფიქრობ, დაახლოებით ასეთ ვითარებაში გრძნობს თავს პუტინი“.

ჰოლის თქმით, მართალია, რუსეთში ოლიგარქებს მართლაც აქვთ გარკვეული გავლენები, თუმცა პუტინი უფრო მეტ საფრთხეს ხედავს უსაფრთხოების სისტემაში. ჰოლი ხსნის, რომ ეს არის რუსეთში არსებული პოლიტიკური სისტემის შედეგი:

„აშშ-ში გვაქვს ხელისუფლების სამი შტო. რუსეთში არის პუტინი, შემდეგ – ძალოვნები, შემდეგ – ოლიგარქები“.

ჰოლის თქმით, პუტინი დარდობს, რომ მის წინააღმდეგ შეიძლება შეთქმულება შეიკრას:

„არა მარტო იმის გამო, თუ რამდენად ცუდად მიდის საქმეები უკრაინაში, არამედ სანქციების შედეგის გამო რუსეთში“.

მისივე თქმით, არაა გამორიცხული, პუტინმა უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს.


გარეკანის ფოტო: European Photo Agency

მასალების გადაბეჭდვის წესი