კომენტარი

მიღწევები და ხარვეზები ადამიანის უფლებების სფეროში

8 აგვისტო, 2011 • 1043
მიღწევები და ხარვეზები  ადამიანის უფლებების სფეროში

ჯონ ბასი, ამერიკის ელჩი საქართველოში: დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თბილისის ბიუროში.     

სახელმწიფო მინისტრმა კლინტონმა კონგრესს ეს-ესაა ადამიანის უფლებათა მსოფლიო წლიური ანგარიში წარუდგინა.

შეერთებული შტატები ამ ანგარიშს ყოველ წელს ამზადებს, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ შეერთებული შტატების ძირითადი ღირებულებებია სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერება, რომელიც არაა მხოლოდ ამერიკული მემკვიდრეობა, არამედ – ყოველი ამქვეყნად მოვლენილი ქალის, კაცისა და ბავშვის უფლება.

 

ანგარიშის მიზანი არაა ქვეყნების ერთმანეთთან შედარება ან მათი შედარება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვჯერა, რომ თვით შეერთებული შტატები არაა სრულყოფილი. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ  გამოვასწოროთ ჩვენი საკუთარი ხარვეზები ადამიანის უფლებების სფეროში.

ანგარიში საქართველოზე ასახავს ქვეყანას, რომელიც კონფლიქტური სიტუაციიდან თავისუფალ საზოგადოებად ტრანსფორმირდება, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფალი საზოგადოების  ღირებულებებს სრულად იზიარებს, რაც საერთოა ევროპასა და მთელს ატლანტიკურ სივრცეში. ანგარიში ასევე ასახავს ქართული მთავრობის მიღწევებს, ახალი კრიმინალური საპროცესო კოდექსის შემოღებას, ასევე, სხვა სფეროებს, სადაც ქართულ მთავრობას სჭირდება მუშაობის გამოსწორება, რათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი იყოს. ბევრი ფაქტი ასახავს კანონის ძალის არჩევით და არათანმიმდევრულ გამოყენებას და გამოძიების ხარვეზებს. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ მედიის თავისუფლებამ საქართველოში დაიკლო გასული წლის განმავლობაში. ადამიანის უფლებათა ეს ანგარიში ასევე ასახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანთა უფლებების შელახვის საკითხებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორიები თბილისის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება. მინდა ასევე ორი მნიშვნელოვანი რამ გამოვყო.

პირველი: წელს ქართული მთავრობა სრულიად ღია იყო თანამშრომლობისათვის, საფუძვლიანად იკვლევდა წარსულს და პასუხს სცემდა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას. ჩვენ იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

მეორე: შეერთებული შტატების მთავრობის მიზანი არაა მხოლოდ შეფასება, ჩვენი მიზანია ხარვეზების გამოსწორებაში დახმარება. ამისთვის 45 მილიონი დოლარის ინვესტიციას ვაპირებთ ამ წელს, რათა მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას, სახელმწიფო მმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას საქართველოში.  დიდი მადლობა მობრძანებისთვის და იმედია, მალე შევხვდებით.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი