2 მარტს თავის გამოსვლაში ბაიდენმა მხოლოდ პუტინი დაადანაშაულა უკრაინაში შეჭრაში და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამისთვის “დიდ ფასს გადაიხდის”.
ამასთან, ბაიდენმა რუს ოლიქარგებზეც ისაუბრა:
“პუტინის რეჟიმი მხარდაჭერილია ოლიგარქების და სხვა კორუმპირებული ჩინოვნიკების მიერ, რომლებმაც მილიარდები იშოვეს ამ ძალადობრივი რეჟიმის დამსახურებით”, -ამბობს ბაიდენი და ოლიგარქებს მიმართავს: “ ჩვენ მოვდივართ”.
ბაუდენის თქმით, რუსი ოლიგარქების საკითხზე ევროპელ ლიდერებთან ერთად მუშაობს.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უკვე დაუწესა სანქციები არაერთ რუს ოლიგარქს.