უკრაინის პრეზედენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მიმართა მას შემდეგ, რაც 25 თებერვლის გამთენიისას კიევზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
ზელენსკის თქმით, თავდასხმა ადგილობრივი დროით 04:00 საათზე დაიწყო. მისივე ცნობით, რუსეთის თავდაცხმის სამიზნე, გახდა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო დასახლებები. რუსეთი მანამდე ირწმუნებოდა, რომ მოსახლეობაზე იერიშს არ მიიტანდა.
ზელენსკი რუსეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს:
„რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს ჩვენთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები და შეაჩეროს ეს შემოჭრა“, – თქვა მან.
“რაც უფრო მალე დაიწყება საუბარი, მით უფრო მცირე იქნება დანაკარგი რუსეთისთვის”, – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ დაიცავენ ქვეყანას და არ აპირებს კიევის დატოვებას.
რუსეთმა მასშტაბური, სასტიკი ომი უკრაინაში შეჭრით 24 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე აქტიურად უტევს თითქმის ყველა მხრიდან.