ნეტგაზეთი | ქართველი ჟურნალისტებისა და საზოგადოების ნაწილის მიმართვა შვეიცარიის საელჩოს ქართველი ჟურნალისტებისა და საზოგადოების ნაწილის მიმართვა შვეიცარიის საელჩოს – Netgazeti
RU | GE  

ქართველი ჟურნალისტებისა და საზოგადოების ნაწილის მიმართვა შვეიცარიის საელჩოს

ვადასტურებთ რა ჩვენს პატივისცემას თქვენი სახელმწიფოსადმი, ქართველი ჟურნალისტებისა და საზოგადოების ქვემოთ ხელისმომწერნი გთხოვთ, ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოთ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს და მის ოჯახს.

ვადასტურებთ რა ჩვენს პატივისცემას თქვენი სახელმწიფოსადმი, ქართველი ჟურნალისტებისა და საზოგადოების ქვემოთ ხელისმომწერნი გთხოვთ, ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოთ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს და მის ოჯახს.

ვახტანგ კომეხიძე ცნობილი ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტია, მომზადებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი და სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება. ის მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ტელეკომპანია  „რუსთავი-2″-ის გადაცემა „60 წუთში”, „ვარდების რევოლუციის”  შემდეგ შექმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო სტუდია „რეპორტიორი”. მას ეკუთვნის გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას იდუმალებით მოცული სიკვდილის შესახებ და მრავალი სხვა. ბოლო პერიოდში ვახტანგ კომახიძე მუშაობდა რუსეთ-საქართველოს ომისა და მისი შედეგების ამსახავ დოკუმენტურ ფილმზე.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ვახტანგ კომახიძეს სხვა დროსაც ჰქონია პრობლემები ჟურნალისტურ გამოძიებებთან დაკავშირებით, მაგრამ მას ასეთი რადიკალური ნაბიჯისათვის არ მიუმართავს.

ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი კოლეგის მიმართ, ვითვალისწინებთ რა ვახტანგ კომახიძის რეპუტაციას და ვაცნობიერებთ შესაძლო საფრთხეს, გთხოვთ, სათანადო დახმარება გაუწიოთ ჩვენს კოლეგას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge