კომენტარი

ბესო კურტანიძე: ვახო გაიქცა აქედან

11 თებერვალი, 2010 • 2656
ბესო კურტანიძე: ვახო გაიქცა აქედან

ვახო კომახიძეს ვიცნობ, არა იმიტომ რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ – ბოლო 15 წელიწადია მეგობრები ვართ. თითქმის ყოველი დღე ვიცოდით ერთმანეთის შესახებ რა იყო და სად.

ვიცოდი, რომ ვახო შვეიცარიაში წასვლას აპირებდა, მაგრამ არ ვიცოდი იქ დარჩენას თუ აპირებდა. შემიძლია  გითხრათ, რამ განაპირობა ეს ჩემი ვერსიით:

ვახო მიდიოდა იქ იმიტომ, რომ დარჩენილიყო, გაქცეულიყო. ის გაიქცა აქედან. და ამის ოფიციალური მიზეზი იყო ის, რომ ვახო აკეთებს ფილმს ცხინვალთან დაკავშირებით.

26-28 იანვარს ჟენევაში იყო მოლაპარაკებები, სადაც იმყოფებოდნენ ოსებიც. იქ ასევე იმყოფებოდა ბორის ჩოჩიევიც და მას ვახო შეხვდა. დღევანდელობიდან გამომდინარე ეს იყო მიზეზი, რომ წასულიყო.

ჟურნალისტები მეკითხებიან – რატომ გაიქცა ვახტანგ კომახიძე? მან თავის წერილში დაწერა, რომ ღამის 4 საათზე, გაფრენამდე აეროპორტში დახვდნენ კუდის მაღალჩინოსნები – დათო ახალაია და ”მასტერა”. განცხადებაში ვახო სახელს და გვარებს არ ამბობს, სკაიპში ვილაპარაკეთ.

90% ვინც დღეს ვახოზე აკეთებს სიუჟეტს მირეკავს ან მე, ან სოზარ სუბარს ან ნინო ზურიაშვილს. სხვა ადამიანთან არავის არ დაურეკავს. ერთადერთი ტელევიზია რომელმაც რატომღაც დარეკა ნანა კაკაბაძესთან არის ”რეალ ტვ”.

ვახომ კვირას დაურეკა ნანა კაკაბაძეს და უთხრა, რომ გამოაგზავნიდა წერილს, რომელიც უნდა გაავრცელებულიყო სამშაბათს. ნანა კაკაბაძის ტელეფონი ეტყობა ისმინება. მოისმინა შშ სამინისტრომ და აი ამიტომ ”რეალ ტვ”-მ მიმართა ნანა კაკაბაძეს.

ვახოს ვესაუბრე კვირას. შევთავაზე, რომ ნანა ლეჟავას გადაცემაში შენზე გავაკეთოთ სიუჟეტი. ნანა ლეჟავა ეძებდა მას.
ვახომ უარი მითხრა. ჩემი აზრი იყო, რომ მოეცადა კვირამდე და ნანა ლეჟავას  გაეკეთებინა სიუჟეტი სახელწოდებით ”რატომ წავიდა ცნობილი ჟურნალისტი საქართველოდან”. ვახომ თქვა რომ სამშაბათს გამოვუგზავნი წერილს ნანა კაკაბაძესო და ნანა იტყვის ყველაფერსო.

არავის აზრად არ მოსვლია  ნანა კაკაბაძეზე მიემართა ვახოსთან დაკავშირებით. ეს იყო სატელეფონი ზარის გაგრძელება. ერთადერთი ტელევიზია მიადგა ნანა კაკაბაძეს. მრჩება შთაბეჭდილება, დარწმუნებული ვარ, რომ უსმენდნენ ტელეფონს და იმიტომ მივიდნენ ნანა კაკაბაძესთან.

ბესო კურტანიძე  არის გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. მუშაობდა გადაცემაში “60 წუთი” (რუსთავი 2)

მასალების გადაბეჭდვის წესი