კომენტარი

ევროპის პარლამენტში შევაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას – ფოტიგა საქართველოზე 

13 ნოემბერი, 2021 • 1194
ევროპის პარლამენტში შევაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას – ფოტიგა საქართველოზე 

„რა თქმა უნდა საერთაშორისო თანამეგობრობაში, ევროპის პარლამენტში შევაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას და ჩემი ინფორმაცია, ასევე ლიეტუველი პარლამენტარების ინფორმაციაც, რომელსაც ასევე უთხრეს უარი პატიმრის მონახულებაზე, ვფიქრობ იქნება ღირებული ინფორმაცია. ამ დელიკატურ შემთხვევაში გვინდა ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ 13 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისში. 

ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა მას შემდეგ, რაც უარი მიიღო იუსტიციის სამინისტროსგან მოენახულებინა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომელიც 44-ე დღეა შიმშილობს. 

„საქართველოში ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო ვწვეოდი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.  ჩვენ შეშფოთებული ვართ შიმშილობის ხანგრძლივობით და მძიმე შედეგებით, რომელიც შეიძლება დადგეს.

მე ასევე შევხვდი ელენე ხოშტარიას რომელიც სოლიდარობის გამო შიმშილობს. მე შევიტანე განცხადება პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში ციხეში ვიზიტთან დაკავშირებით და მივიღე უარი. ეს არის ჩემი მცდელობა რომ დავეხმარო თქვენს ქვეყანას, რადგან მიმაჩნია რომ ვარ თქვენი მეგობარი“-ამბობს ფოტიგა.

მისი თქმით, ის ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის ევროპარლამენტს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„რა თქმა უნდა საერთაშორისო თანამეგობრობაში, ევროპის პარლამენტში შევაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას და ჩემი ინფორმაცია, ასევე ლიეტუველი პარლამენტარების ინფორმაციასაც რომელსაც ასევე უთხრეს უარი ეთქვათ პატიმრის მონახულებაზე. ვფიქრობ ეს იქნება ღირებული ინფორმაცია და ამ დელიკატურ შემთხვევაში გვინდა ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ”. 

პრესკონფერენციაზე ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ აპირებს უპასუხოს იუსტიციის მინისტრს წერილზე. 

„ბატონო მიხეილ გაძლიერდით, ჩვენ თქვენს გვერდით ვარ, ამას ვეტყოდი“-ასე უპასუხა ანა ფოტიგამ ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ მიმართავდა ის სააკაშვილს, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა პირისპირ.

ჟურნალისტის კითხვაზე ეთანხმება თუ არა მოსაზრებას რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული მთავრობაა, ანა ფოტიგამ ასე უპასუხა:  „ბევრმა თქვენგანმა იცის რომ სააკაშვილს ვერ იტანდა კრემლი და პუტინი, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, როგორ უნდა შეფასდეს ეს სიტუაცია. მე არ ვიმყოფები აქ იმისთვის, რომ ბრალდებები გავაჟღერო ვინმეს მიმართ.

მე ძალიან შეშფოთებული ვარ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, რადგან ის გახლავთ ძალიან მაღალი რანგის პატიმარი. ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, მაგრამ საჭიროა პატიმრის ჯანრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, ასევე მას უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

როცა ის ჩამოვიდა საქართველოში, მზად იყო წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მე მაშფოთებს ის, რომ ის არ იყო წარმოდგენილი სასამართლოზე“-ამბობს ფოტიგა.

ანა ფოტიგა საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოვიდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი