კომენტარი

“რეფლექსიები”-მედია ვეღარ უმკლავდება კრიზისების გაშუქებას[Video]

28 იანვარი, 2015 • 1746
“რეფლექსიები”-მედია ვეღარ უმკლავდება კრიზისების გაშუქებას[Video]

“რეფლექსიების” იანვრის შეხვედრა  “ქოდა სთორიზე” საუბარს ეთმობა. კრიზისების გაშუქების ეს ახლებური გზა გასულ წელს მედიაში ერთ-ერთ საუკეთესო იდეად აღიარეს. 

“ფრონტლაინ ჯორჯია” კლუბის სტუმრია “ქოდა სთორის” ნოვატორული კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი და წლების მანძილზე ბი-ბი-სის რეპორტიორი ნატალია ანთელავა. მისი რეპორტაჟები აფრიკიდან, ირანიდან, ერაყიდან, სირიიდან, ინდოეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ასევე უკრაინიდან და რუსეთიდან არაერთხელ მოხვედრილა ყურადღებს ცენტრში. ნატალია ანთელავა, რომელიც უზბეკეთში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს ქალების იძულებითი სტერილიზაციის შესახებ ისტორიის გაშუქების გამო, სამუშაოდ საქართველოში დაბრუნდა. სხვა მნიშვნელოვან გამოცემებთან ერთად წერდა გარდიანისთვის, ვაშინგტონ პოსტისა და ნიუ-იორკერისთვისაც. 

გამოცდილი ჟურნალისტების პასუხი დროის მოტანილ გამოწვევებზე – ნატალია ანთელავასთან საუბარს უძღვება ნინო ჯაფიაშვილი. 

“რეფლექსიები” არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის “ფრონტლაინ ჯორჯია” კლუბის პრეოქტის – “ღია პლატფორმის” ნაწილი. პროექტი ხორცილედება ამერიკის სალეჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი