კომენტარი

ტომ დე ვაალი: ალასანია ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე საქართველოს თავდაცვის მინისტრი

5 ნოემბერი, 2014 • • 1221
ტომ დე ვაალი: ალასანია  ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე საქართველოს თავდაცვის მინისტრი

 

“საქართველოს მმართველი “ქართული ოცნება” ყოველთვის იყო ქორწინება კომფორტისთვის, კოალიცია უფრო სააკაშვილის წინააღმდეგ იყო გაერთიანებული, ვიდრე საერთო პოლიტიკური დღის წესრიგის გამო. მაგრამ იყო ვარაუდი, რომ ისინი ერთობას 2016 წლამდე შეინარჩუნებდნენ და რომ მრავალფეროვან ჯგუფს უფრო მეტი ჰქონდა მოსაპოვებელი, ვიდრე ერთმანეთთან ჩხუბია.

ეს ვარაუდი სამშაბათს დაიმსხვრა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დაითხოვა.

ირაკლი ალასანია ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე საქართველოს თავდაცვის მინისტრი. NDI-ის მიერ აგვისტოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ის საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. ის ასევე იყო საქართველოს ხელისუფლების მთავარი სიმბოლო დასავლეთის ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, მაშინ, როდესაც, 32 წლის პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ უცნობი ფიგურაა.

როგორც ვაშნგტონმა, ასევე ბრიუსელმა გასული თვეების განმავლობაში გამაფრთხილებელი სიგნალები გაგზანეს საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით. ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის დაკავებას დიდი ალიაქოთი არ მოჰყლია, მაგრამ იყო შეშფოთება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნა პასუხისგებაში მიცემული, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა. მეტიც, დავით ბაქრაძის წინააღმდეგაც დაიწყეს გამოძიება, რომელიც წინა ხელისუფლების ყველაზე ზომიერი წევრია და პარლამენტში კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” ეფექტურად მუშაობდა.

გამოიწვევს თუ არა ალასანიას გადაყენება ხელისუფლების დასრულებას? – ეს არის ახლა შეკითხვა.

10 დეპუტატი, რომელიც თავისუფალ დემოკრატებს ჰყავს პარლამენტში, უმრავლესობას დატოვებენ. ეს რესპუბლიკელებს და მათ ლიდერ დავით უსუფაშვილს დიდი დილემის წინაშე აყენებს. რესპუბლიკელები ასევე არიან პროდასავლური ძალები. რესპუბლიკელებს პარლამენტში 9 მანდატი აქვთ. უსუფაშვილის პოლიტიკური სიმპათიები უეჭველად ახლოს არის ალასანიასთან, მაგრამ ის არ იქნება კმაყოფილი იმ მთავრობის დასრულებით, რომლის შექმნაზეც თვითონ დახარჯა ძალისხმევა.

 

ეს ორი პარტია კოალიცია ქართულ ოცნებაში ყველაზე კარგად არის ორგნიზებული. “ქართული ოცნება” – ეს არის პოპულარული ადამიანების (celebrities), მართლმადიდებელი ნაციონალისტებისა და სეკულარული ლიბერალების ხელოვნური კოალიცია”, – წერს ვაალი თავის ბლოგზე და აცხადებს, რომ პარლამენტში კრიზისი შექმნა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფიგურას გააძლიერებს კონსტიტუციის ფარგლებში.

“პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბოლოო ორთაბრძოლა ახლა შეიძლება გადადოს, მაგრამ კოალიცია “ქართული ოცნების” ერთობა დასრულებულია და შემდეგი არჩევნები უკვე დაწყებულია. კოალიციის დაშლა გარდაუვალი იყო, ერთადერთი სურპრიზი არის ის, რომ ეს ასე სწრაფად მოხდა”, – წერს ტომ დე ვაალი.


ტომ დე ვაალი
ტომ დე ვაალი

მასალების გადაბეჭდვის წესი