კომენტარი

ცვლილებების პროექტი პროსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე

25 სექტემბერი, 2014 • • 1386
ცვლილებების პროექტი პროსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე

“ჩვენთან პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულები არსებული კანონმდებლობით მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით რეგულირდება. ეს არის პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, პროსტიტუციაში არასრუწლოვნის ჩაბმა და პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმა. დღეს პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულის გამო მხოლოდ იმას აკავებენ, ვინც გადასცა ადგილი პროსტიტუციისთვის. მაშინ, როდესაც ამ დანაშაულის ორგანიზება საერთოდ არ არის კრიმინალიზებული. ეს თავისთავად იწვევს გაუგებრობას, შეიძლება ადამიანმა არც იცოდეს, რომ მისი ქონება ამისთვის გამოიყენება, იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, მაკლერისთვის აქვს ბინა გადაცემული. ჩვენი აზრით, ეს მუხლი უნდა შეიცვალოს და გაფართოვდეს, როგორც პროსტიტუციის ხელშეწყობა. საცხოვრისის გადაცემა პროსტიტუციის ხელშეწყობის ერთ-ერთი სახეა. ამავე დროს, როდესაც პროსტიტუციის ორგანიზება ხდება და ბიზნესად აქცევენ ამას, რაც ძალიან ბევრ საფრთხეს შეიცავს, არ ისჯება. ამ მუხლის დამატება უფრო რელევანტური იქნება,”- ამბობს ბაია პატარაია, კავშირი “საფარის” წარმომადგენელი ნეტგაზეთთან საუბარში.

 

კავშირმა “საფარი” სისხლის სამართლის კოდექსში შესატანად რამდენიმე მუხლი შეიმუშავა: პროსტიტუციის ხელშეწყობა სარგებლის მიღების მიზნით, პროსტიტუციის ორგანიზება და პროსტიტუციის იძულება. 


მაგალითად, დღევანდელი კანონი ცნობს ტერმინს “პროსტიტუციაში ჩაბმა.” თუმცა, პატარაიას თქმით, რეალურად, შეიძლება ადამიანი დიდი ხნის წინ იყოს პროსტიტუციაში ჩაბმული, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე პროსტიტუციის იძულება ხორციელდებოდეს. ამიტომ კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს საკითხიც უნდა დარეგულირდეს. 

 

“გარდა ამისა, ადამიანი, რომელიც ანაზღურების სანაცვლოდ არასრულწლოვანისგან პროსტიტუციის სერვისებს იღებს, ცვლილებების მიხედვით, დაისჯება.”

 

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ კანონდარღვევათა კოდექსში 1726 მუხლის დამატებას, რომელიც კრძალავს პროსტიტუციას სკოლის ან არასრულწლოვანთა დაწესებულების სიახლოვეს, ან იმ საცხოვრებელში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. 


“ეს მუხლი იმიტომ შემოვიტანეთ, რომ ხშირად სექსმუშაკები ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ არ იდგნენ ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილზე. და იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილებიან ამ მოთხოვნას, რომელსაც რეალურად საფუძველი არ აქვს, ჯარიმდებიან. ძალიან მაღალია ჯარიმები, რომლის გადახდა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით უწევთ. მიგვაჩნია, რომ ჯობს დარეგულირებული იყოს და განსაზღვრული თავიდანვე, სად შეიძლება იდგეს და არ იდგეს, ეს იქნება მკაფიო მესიჯი პოლიციისთვისაც,”- ამბობს პატარაია.

 

მისი განმარტებით, ცვლილებათა პაკეტი ორგანიზაციამ სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრნობით მოამზადა. 


ამჟამად, როგორც ბაია პატარია ამბობს, ორგანიზაცია იმუშავებს იმაზე, რომ საკანონმდებლო ინიციატივას მხარდაჭერები გამოუჩდნენ და რამდენიმე თვეში განსახილველად პარლამენტს წარედგინოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი