კომენტარი

სანამ გურამი გადმოხტება

24 თებერვალი, 2014 • 1387
სანამ გურამი გადმოხტება

 

1.  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე დიდი დამცველი დუნიაზე, ოფიციალურად რატომ არ მიმართავს კომპანია „RMG Gold“-ს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე სპეციალისტების დაშვების მიზნით?

 

2.  როდის და რომელ საუკუნეში სთხოვთ დახმარებას შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე სპეციალისტების დაშვების საკითხში დახმარება აღმოგიჩინონ?

 

3.  შემთხვევით ხომ არ იცით, როდის მიიღებთ გადაწყვეტილებას სამინისტროში არსებული საბჭოს მიერ საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე წარმოდგენილ დადებით რეკომენდაციასთან დაკავშირებით?

 

4.  იცით თუ არა, რომ რაც არ უნდა უცნაური იყოს, საყდირისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ, წელს, 8 იანვარს, სამინისტროში შემოსულ განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად კანონით მთელი ერთი თვე გქონდათ და არც ერთი მეტი დღე?

 

5.  და ისიც თუ იცით, რომ ახლა, როცა ადამიანები ამ შეკითხვებს კითხულობენ, თქვენ ისევ არღვევთ კანონს?

 

6. გერმანული მხარისთვის ოფიციალურად მიცემული დაპირების მიუხედავად, რატომ დღემდე არაფერი გააკეთეთ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი მაღაროს შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნების მისაღებად? არადა, დაპირებიდან  ოთხ თვეზე მეტია გასული უკვე, ბატონო მინისტრო.

 

7.  ის კანონპროექტი გახსოვთ, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებისთვის გამარტივებული წესით სტატუსის მოხსნას რომ ეხებოდა? ჯერ ისევ პარლამენტშია, რომელიღაც თაროზე შემოდებული და თქვენი დიდი იმედის მიუხედავად, რომ პარლამენტი კანონპროექტს „ჩამოქნიდა“, ჩამოუქნელი რჩება.

 

8.  რას აპირებთ?

 

9.  „გადმოხტებით“?

მასალების გადაბეჭდვის წესი