“ძვირფასო ოლიმპიელებო! ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ნებისმიერი სპორტსმენისათვის უაღრესად საპატიოა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი სპორტსმენები აკმაყოფილებთ ოლიმპიური თამაშების სტანდარტებს და მონაწილეობთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა უმაღლესი დონის შეჯიბრებებში. 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, რადგან ოლიმპიადა ტარდება საქართველო-რუსეთის საზღვართან, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს. მეტად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება ამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ; მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ სხვადასხვა ფაქტორი და ეს გადაწყვეტილება ქართული სპორტისა და ჩვენი სპორტსმენების, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ მივიღეთ. საქართველოს მეგობრები იზიარებენ ჩვენს პოზიციას. დაუშვებელია სპორტის პოლიტიზება. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით საქართველო დგამს კეთილი ნების ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ზოგადად ოლიმპიური მოძრაობის მიმართ. ახლა ჯერი თქვენზეა, ჩვენს სახელოვან სპორტსმენებზე. მთელი საქართველო, ყველანი თქვენი გულშმატკივარი ვართ და განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებთ თვალს თქვენს წარმატებებს”, – ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ნაკრების წევრებს მიმართავს
-
14.11.2026
დევნილთა სააგენტოს ცნობით, 10 000 ლარის მსურველთა რაოდენობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა
-
13.11.2026
2026 წლის ბიუჯეტი კორექტირდება და იზრდება, ერთ-ერთი მიზეზი ინფლაციაა
-
13.11.2026
5 წლის გიორგი „ჰუალინგ პლაზას“ წინააღმდეგ
-
13.11.2026
„ოცნება“ ენმ-ს საკუთრების დარღვევის 70 საქმეს ედავება, თუმცა განაჩენი მხოლოდ 11-ზეა
-
13.11.2026
მერაბ დვალიშვილი თავისუფალია – რა გადაწყვიტა სასამართლომ
-
13.11.2026
„დუმილის უფლებას იყენებს“ – ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი
