კომენტარი

საია გაზეთ “ბათუმელებთან” დაკავშირებულ ინციდენტს ეხმიანება

17 სექტემბერი, 2013 • 890
საია გაზეთ “ბათუმელებთან” დაკავშირებულ ინციდენტს ეხმიანება

“სადავო არ არის ის ფაქტი, რომ კობა ადეიშვილი წარმოადგენს საჯარო მოხელეს. საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად, აღნიშნულს ადასტურებს 2013 წლის 12  სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაც. შესაბამისად, კ. ადეიშვილზე ვრცელდება ქცევის ის სავალდებულო სტანდარტი, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით არის დადგენილი. კერძოდ, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს “ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ”.


კობა ადეიშვილის ქმედება – ჟურნალისტის და მედიასაშუალების სიტყვიერი შეურაცხყოფა- ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული უღირსი ქმედებაა. მივმართავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, დროულად მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება და კობა ადეიშვილს დააკისროს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.

 

საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან პატივს სცემდნენ ჟურნალისტის პროფესიას, მის როლსა და მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში. იმ შემთხვევაში, თუ მათთვის მიუღებელია რომელიმე ჟურნალისტის ქმედება, საწინააღმდეგო პოზიცია უნდა დაფიქსირდეს მხოლოდ იმ ჩარჩოებში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს უწესებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი