კომენტარი

პეტიცია საქართველოს ბუნების ძეგლების დასაცავად

4 ივნისი, 2013 • 1489
პეტიცია საქართველოს ბუნების ძეგლების დასაცავად

დაზიანებული ტრავერტინები კობი–გუდაურის გზაზე/ფოტო: შოთა ბუჩუკური
დაზიანებული ტრავერტინები კობი–გუდაურის გზაზე/ფოტო: შოთა ბუჩუკური

2013 წლის მაისის დასასრულს, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე გზაგამტარ გვირაბზე მიმდინარე სამუშაოების დროს, მშენებლებმა მძიმე ტექნიკით ძლიერ დააზიანეს ხევის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი – ტრავერტინები. ამ ვანდალური ქმედებით შეუქცევადი ზიანი მიადგა საქართველოს ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების გამორჩეულ ობიექტს. 

 

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეს არ არის ხელთუქმნელი ბუნების  ძეგლების დაზიანების პირველი შემთხვევა.  სხვადასხვა პროექტის განხორციელების საბაბით, გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიადგა, ან უახლოეს მომავალში ემუქრება, თრუსოს ხეობის მინერალურ ტბას და ტრავერტინებს, დარიალისა და ხდის ხეობებს, გოდერძის უღელტეხილის ნამარხ ტყეს და სხვ. ყოველივე ამის საფუძველი გახდა საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სისუსტე, ასევე ის ფაქტი, რომ ქვეყნის უამრავ ბუნებრივ ძეგლსა და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ადგილს დღესდღეობით არ გააჩნია სამართლებრივად აღიარებული დაცვითი სტატუსი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

 

– საქართველოს მთავრობამ სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს გუდაური-კობის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრავერტინების დაზიანების ფაქტი და გაატაროს შესაბამისი ზომები პასუხისმგებელი პირების მიმართ;

 

– საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონპროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლითაც ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება ჯერ კიდევ 2010 წელს სპეციალური სამთავრობო კომისიის მიერ ბუნების ძეგლების ნუსხაში შეტანილ 100 ობიექტს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი