კომენტარი

მედიის განვითარების ფონდი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება

4 მაისი, 2013 • • 1125
მედიის განვითარების ფონდი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება

“გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი პროტესტი იმ უზნეო ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ბოლო დროს სოციალურ მედიაში გახშირდა. 2 მაისს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთ-ერთი მოქალაქის სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრები. უკვე პირველი არ არის, როდესაც სოციალური მედიით ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირება ხდება და ეს მასალა, როგორც წესი, ფარული გადაღების და/ან ფაბრიკაციის შედეგია.

 

საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი მასალების წარმოშობა და შემდგომ გავრცელება, გარდა იმისა, რომ ხელყოფს ადამიანის უფლებას, შეიცავს დიდ საზოგადოებრივ საფრთხეებს, რადგან დიდი ალბათობით ეს ქმედება სახელმწიფო უწყებების მხრიდან არის განხორციელებული.

 

მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, გამოიძიონ ამ მასალის წარმოშობისა და სოციალურ ქსელში განთავსების საკითხი, მით უმეტეს, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს და შექმნას ასეთ ქმედებაზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტი.

 

გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ თუ არ მოხდა ამ ფაქტზე მკაფიო სამართლებრივი რეაგირება, ეს ტენდენცია საზოგადოებასთან ბრძოლის სასტიკ იარაღად გადაიზრდება, რომლის წინაშე ნებისმიერი მოქალაქე დაუცველი იქნება”.- ნათქვაია განცხადებაში. 

 

პირი რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა, აღნიშნულ კადრებს  გამოეხმაურა. პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს  იგი ფაბრიკაციას უწოდებს:

 

“ვამხელდი ყველა იმ პიროვნებას, რომელიც არბევდა და აწიოკებდა ხალხს და თავი მქონდა გადადებული. ეს არ უკადრებია “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც იკადრა გია ხუხაშვილმა, გელა ხვედელიძემ და ლაშა ნაცვლიშვილმა. დღეს უნდა მოეწოდებინა ჩემთვის ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძის და ნათია მოგელაძის ქმრის, რომელიც დღეს მუშაობს პროკურატურაში, მათ ბინძურ საერთო საქმეებზე. როდესაც მე უნდა შევხვედროდი პიროვნებას, რომელსაც ეს უნდა მოეწოდებინა, ეს პიროვნება მეუბნება, იციო შენზე რა გავრცელდაო. მე არც ვიცოდი. “– განაცხადა მან. 

 

მისივე თქმით, იგი არ ენდობა ქართულ გამოძიიებას, რადგან ლაშა ნაცვლიშვილი არის პროკურორის მოადგილე და გელა ხვედელიძე არის მინისტრის მოადგილე:

 

“მინდა ვთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, იქედან გამომდინარე, რომ მას მე ვიცნობ პირადად, იგი არის ძალიან კარგი და პატიოსანი ადამიანი, იგი არ იყო ამ საქმეში  გარეული. საერთოდ არ იყო ამ საქმეში გარეული. მე ამას ვამბობს გულით და ამის მჯერა”

 

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. შსს განაცხადებით გამოძიება  157-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე დაიწყო, რაც გულისხმობს „საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას. 

 

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებას განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის” ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ მიმართა. სისხლის სამართლის საქმე სწორედ მისი განცხადების საფუძველზე აღიძრა. შს მინისტრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტს სასტიკად გმობს და საქმე პირად კონტროლზე აჰყავს”.– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი