კომენტარი

შოთა იათაშვილის ღია წერილი პენ-ცენტრის თავმჯდომარე რატი ამაღლობელს

3 მარტი, 2013 • • 1159
შოთა იათაშვილის ღია წერილი პენ-ცენტრის თავმჯდომარე რატი ამაღლობელს

“საქართველოს პენ-ცენტრის ბოლო არჩევნების დროს რამდენჯერ ითქვა ყველას მიერ, რომ პენ-ცენტრები არ თანამშრომლობენ სახელმწიფო სტრუქტურებთან, მათ შორის არც კულტურის სამინისტროსთან. მხოლოდ ორი ქვეყანა იყო დასახელებული: ჰოლანდია და შვეიცარია, სადაც ეს თანამშრომლობა ხდება, ვინაიდან ამ ქვეყნებში მწერლების უფლებები ბოლომდე დაცულია. რა, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო შვეიცარია თუ ჰოლანდია გახდა, ჩვენი პენ-ცენტრის თავმჯდომარე ხელისუფლებაში მრჩეველიც რომაა და კულტურის სამინისტროს მთავარი ბორდის წევრიც? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აშკარა დარღვევაა და მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: ან ერთგან დარჩეს, ან მეორეგან. 

და მეორე: უკვე იმდენი დრო გავიდა პენ-ცენტრის თავმჯდომარედ მისი დანიშვნიდან, აუცილებლად უახლოეს მომავალში პენ-ცენტრის წევრებს ანგარიში უნდა ჩააბაროს, თუ რა გააკეთა საქართველოს პენ-ცენტრმა მისი თავმჯდომარეობის დროს.”– ნათქვამია ღია წერილში. 

 

შეგახსენებთ, რატი ამაღლობელი, 2011 წლიდან პენცენტრის პრეზიდენეტია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი