კომენტარი

კოჟორიძე: ვისურვებდით, რომ კონსტიტუცია კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე არ იცვლებოდეს

15 იანვარი, 2013 •
კოჟორიძე: ვისურვებდით, რომ კონსტიტუცია კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე  არ იცვლებოდეს

კახა კოჟორიძე/ფოტო: რადიო თავისუფლება
კახა კოჟორიძე/ფოტო: რადიო თავისუფლება

პირველ რიგში გვაინტერესებს თქვენი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებთ ამ ცვლილებებს?


საია კანონპროექტთან მიმართებაში ხედავს დადებით და უარყოფით მხარეებს. დადებითი მხარეა, ის, რომ კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ძალიან გაზრდილი უფლებამოსილებები შეიკვეცოს და მას არ ჰქონდეს მთავრობის დათხოვნის და  თავისი მთავრობის ფორმირების უფლება.  ეს მოცემულ სიტუაციაში შეიძლება იყოს კარგი, რათა რისკი, რომელიც დღვანდელ კონსტიტუციაში არსებობს, კრიზისის შექმნის თვალსაზრისით, გამოირიცხოს.


მაგრამ, მეორე მხრივ,  ამ იდეასთან ერთად ვერ ვხვდებით, რა საჭიროა პარლამენტის, როგორც ინტიტუტის, უფლებამოსილების შემცირება,  რადგან პრეზიდენტს კონსტიტუციაში დღეს არსებული შეზღუდვების გარეშე შეეძლება პარლამენტის დათხოვნა.


ჩვენ ვისურვებდით, რომ კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ნორმატიული აქტი, იცვლებოდეს არა კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ესეც გვესმის, რომ ამ სიტუაციას შეიძლება ეს ცვლილება ჭირდებოდეს, მაგრამ…


ყოველთვის არის სიტუაცია, როდესაც ცვლილება რაღაცისთვის სჭირდებათ.


არა, ყოველთვის შეიძლება იყოს ასეთი სიტუაცია, მაგრამ  ზოგადად არსებობს მოსაზრება, რომ კონსტიტუციაში ამ პრობლემის გარდა სხვა პრობლემებიც არსებობს.  სასურველია, თუ ამას სისტემური მიდგომა ექნება, ერთხელ და სამუდამოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის თუ შემუშავების კომისია შეიქმნას, რომელიც კონსტიტუციასთან არსებულ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს, რომ კონსტიტუცია ცუდია, მოხსნის. უკეთესი ვარიანტი იქნება შემუშავებული და მისაღები პოლიტიკური ძალებისთის, ასე ნაგლეჯ–ნაგლეჯ ცვლილებები გრძელვადიანი გათვლების კუთხით შეიძლება არასწორი იყოს.


იდეა ამ კონკრეტულ სიტუაციაში  გასაგებია და ის შეამცირებს იმ რისკს, რაც დღევანდელ კონსტიტუციაში არსებობს,  თუმცა პარლამენტის როლის შესუსტება არ არის სწორი და სასურველი იქნება,  თუ კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე არ მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებები. დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს არ აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტის არჩევიდან  პირველი 6 თვის განმავლობაში და პრეზიდენტის უფლებამოსიელბის განხორციელების ბოლო 6 თვის განმავლობაში.  ეს შეზღუდვა იხსნება და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის როლი,  შემცირდება, თუკი პრეზიდენტს მისი ნებისმიერ დროს  დათხოვის შესაძლებლობა მიეცემა.


პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ და თვლით თუ არა, რომ ეს საკითხი კონსტიტუციამ უნდა დაარეგულიროს?


სწორედ რომ კონსტიტუციამ არ უნდა დარეეგლიროს. ეს კონსტიტუციური ცვლილება სწორედ მაგას ემსახურება, რომ კონსტიტუციაში არ ეწეროს, სად უნდა იმუშაოს პარლამენტმა. ჩვენი პოზიციაც ამ ცვლილებასთან მიმართებაში არის დადებითი და ჩვენ ვეთანხმებით  ამ ცვლილებას და არ არის ნამდვილად აუცილებელი კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, თუ სად უნდა იმუშაოს პარლამენტმა და ეს საკითხი თავად გადაწყვიტოს პარლამენტმა თავისი რეგლამენტით და სხვა აქტით.


და რაში მდგომარეობს არგუმენტები?


ამაზე ძალიან ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, იგივე სახელმწიფო რესურსების ხარჯვის კუთხით, უმრავლესობა თბილისიდან დადის პარლამენტში. თბილისში არის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრემიერი, მთავრობა და ზოგადად სხვადასხვა სამინისტროები  და პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის არსებობს მჭიდრო ურთიერთკავშირი და ყოველ განხილვასა  და სხდომაზე ქუთაისში სიარული არის პრობლემა და პარლამენტის ხარჯი ამ მიმართულებით, თუნდაც პარლამენტის აპარატში მომუშავე ადამიანებისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ხარჯი მთლიანობაში დიდ თანხებთან გროვდება.

თუმცა ასევევ დიდი თანხა დაიხარჯა ქუთაისში პარლამენტის ასაშენებლად,  გასათვალისწინებელი იქნება ის ხარჯი, რომელიც პარლამენტის თბილისში მუშაობისთვის იქნება საჭირო, რადგან შენობა არ არის ავთენტური სამუშაოდ.


მისი გარემონტება დიდ პრობლემას არ უნდა წარომადგენდეს, დეტალები არ ვიცი, რა  ჯდება რემონტი და ა. შ.  იდეაში, როდესაც ეს ცვლილება განიხილებოდა, მომეტებული რესურსების ხარჯვა, თბილისიდან ქუთაისში სიარული, ბინის ქირა და სხვა დეტალები იყო ის არგუმენტი, რომლის გამოც ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ცვლილება არ იყოს სწორი.


ანუ საია მაშინაც წინააღმდეგი იყო?


დიახ.


კიდევ თუ არსებობს რამე სხვა არგუმენტი, ფინანსური  ხარჯვის გარდა?


იმ პირობებში, როდესაც საკმაოდ დისტანცირებულია პარლამენტი და მთავრობა ერთმანეთისაგან, მჭიდრო ურთიერთკავშირის დამყარება არის დიდი პრობლემა. გარდა ამისა სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად თავმოყრილი არიან თბილისში და ჩართულობის თვალსაზრისით, პირადად ჩვენთვისაც წარმოადგენს პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქუთაისშიც გვაქვს ოფისი. მით უფრო იმ ორგანიზაციებისთვის პრობლემაა, რომლებიც თბილისში ფუნქციონირებენ და ქუთაისში არ ჰყავთ წარმომადგნლობა.


სხვა ქალაქებშიც არის არასამთავობოები, რომლებისთვისაც იგივე ლოგიკით რთულია მუშაობა.


კი, მაგრამ ძირითად თბილისშია თავმოყრილი არასამთავრობოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი