კომენტარი

ნათია აბრამიას წერილი

27 დეკემბერი, 2012 • • 1605
ნათია აბრამიას წერილი

მინდოდა უბრალოდ ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ხანდახან წინასწარ დაგეგმილი სცენარით არ მიდის ყველაფერი. განსაკუთრებით მაშინ, როცა დემოკრატიაზე გაქვს პრეტენზია. ბილეთი გადავცვალე და საქართველოში დავრჩი.

ჩემმა გადაწყვეტილებამ ყველა გააკვირვა, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ჩემთვის მთავარი იყო, პროფესიონალურდ წარვმდგარიყავი ბორდის წინაშე, ალტერნატივა მიმეცა მათთვის, მეჩვენებინა, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილება იქ მოვიტანო, სადაც ახლა ძალიან საჭირო ვარ.

გასაუბრებამდე ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ კონსულტაციები გავიარე ფინანსთა სამინისტროს

ნათია აბრამია
ნათია აბრამია

წარმომადგენლებთან. აგრეთვე, მოლაპარაკება ვაწარმოე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ალტერნატიული გზებით გადაცემების დაფინანსების მოსაპოვებლად.

ამ არხის დაფინანსებაში საზოგადოებამ მილიონები გადაიხადა, მაგრამ როცა დავით პაიჭაძის გადაცემაში ჭიქა წყალი მოვითხოვეთ, ასე გვითხრეს – ერთი ჭიქა გვქონდა და დათომ იქიდან უკვე მოსვაო.

ყველაფრის მიუხედავად, მე ძალიან მიხარია, რომ ვცადე და ვიბრძოლე. ყველა ჩემს კოლეგას, ვინც ლონდონში მოხვდება, ვეპატიჟები ბი-ბი-სიზე. იმიტომ კი არა, რომ იქ ახალი აპარატურაა, მაგარი ოფისი და სტუდიაში მოსულ სტუმრებს ეგრევე წყალს, ჩაის და ყავას სთავაზობენ. უბრალოდ ყველა ჩემმა ქართველმა კოლეგამ მინდა ნახოს, როგორია ჩემი “ჟურნალისტური სამოთხე” და რას ვმართავ იქიდან (ეს მათ გასაგონად, ვინც ვერ მიხვდა საერთოდ, რას მართავს პროდიუსერი :).

მე ვიცი, რომ ოდესმე საქართველოში იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც ერთი ადამიანი არ მიიღებს დავალებას “ზემოდან”, ის ერთი ადამიანი არ დაუნაწილებს ჟურნალისტებს, ვინ რა სახის პროპაგანდა უნდა გააკეთოს. მე მინდოდა ბი-ბი-სის სამუშაო კულტურა მომეტანა საზოგადოებრივ მაუწყებელში და მქონდა ამის უნიკალური გამოცდილება და ცოდნა.  რაც ყველაზე მთავარია, ჩემს სამშობლოში საზოგადოების სამსახურში მყოფი მედიაინსტიტუციის გაკეთება მსურდა, ის, რასაც ქართველი საზოგადოეება უკვე დიდი ხანია ელის. 

 

“ნეტგაზეთის” კომენტარების სექცია ღია ტრიბუნაა ყველა მოქალაქისთვის, რათა გამოხატოთ საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი