კუბლაშვილი ფიქრობს, რომ მერაბიშვილთან დაკავშრებული შს სამინისტროს ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.
“ეს არ არის სამართლებრივად დასაბუთებული, სამართლებრივ საკითხებზე დაყრდნობილი ბრალდებები, ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა. ხელისუფლებას სურს მიზანში ამოიღოს რაც შეიძლება მაღალი თანმადებობის პირი, ამ შემთხვევაში შეარჩიეს ვანო მერაბიშვილი. მიზანი, მგონი, ყველასთვის ნათელია, ამ ტიპის ზეწოლა ვანო მერაბიშვილზე ან რომელიმე პარტიის წევზე უშედეგო იქნება”,-აცხადებს კუბლაშვილი.
კუბლაშვილი არ ფლობს ინფორმაციას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მისი თქმით, არც ერთ ამ ადამიანთან: ახალაია, სანოძე – მას 2006-08 წლებში სამსახურეობრივი შეხება არ ქონია. ამიტომ საკითხის დადასტურება ან უარყოფა მას არ შეუძლია.
კუბლაშვილი იმედოვნებს, რომ პროკურატურაში საქმეს გაგრძელება აღარ მოყვება.
“არ ვფიქრობ,რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში მსჯელობას რაიმე გაგრძლეება მოყვეს. მაგრამ ჩვენ უფრო გაუგონარი ფაქტებიც ვნახეთ, მათ შორის თენგო გუნავას საქნმე, გუშინ ვიხილეთ მცდელობა, გეგი ქელბაქიანისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინათ, აბსოლუტურ აბსურდამდე მისული საქმეები, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს საქმეც კიდევ უფრო მეტ აბსურდამდე მივიდეს”,-აცხადებს კუბლაშვილი.
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება 2006-08 წლებში მომხდარ ფაქტებს, კერძოდ, უწყების განცხადებით, 2006 წლის 13 მარტს მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც თანამდებობრივი უფლებამოსილება შუეჩერდა დათა ახალაის და ვასილ სანოძეს. უფლებამოსილების შეჩერება უკავშირდებოდა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს აცხადებს, რომ ვასილ სანოძე და დათა ახალაია, მიუხედავად იმისა, რომ შეჩერებული ჰქონდათ თანამდებობრივი უფლებამოსილება, აგრძელებდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელობას.
ვასილ სანოძე დასახელებულ პერიოდში გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, ხოლო დათა ახალაია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
“ვასილ სანოძე და დათა ახალაია სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს 2 წლის მანძილზე, მათ ხელი მიუწვებოდათ საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან, ისინი გეგმავდნენ ოპერატიულ სამძებრო და სხვა სახის ღონისძიებებს. ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ დაშვებული და წახალისებული იყო 2 უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა. ვინაიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემოწმების მასალები დღესვე გადაიგზავნება მთავარ პროკურატურაში.”,- განაცხადა დღეს შს სამინისტრომ ბრიფინგზე.