კომენტარი

დარჩიაშვილი შსს-ს განცხადებას მერაბიშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ დევნად აფასებს

24 ნოემბერი, 2012 •
დარჩიაშვილი შსს-ს განცხადებას მერაბიშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ დევნად აფასებს

“გადააგზავნონ, მათ ხელშია ძალაუფლება, ხელისუფლება და პროკურატურა, ეს ყველაფერი მეტყველებს ერთზე- პოლიტიკური დევნა ოპონენტებისა გრძელდება. უსამართლობაა, ის ადამიანები, რომლებსაც 90-იანებში უმსახურიათ პროკურატურაში, შს სამინისტროში, დღეს სხვის უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობდნენ. ასეთია კურსი ახალი ხელისუფლების, პირდაპირი დევნა პოლიტიკური ოპონენტების”,-ამბობს დარჩიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში. 

 

მისი თქმით, მას პირდად არ აქვს ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით: “ბრძანება იყო გამოცემული, რომ გადადგნენ, ვისთან ჰქონდათ ურთიერთობა და როგორ- ამას რით ადასტურებდნენ, ვიღაცის ჩვენებით, ჩვენება საჩოთირო არგუმენტია, დანარჩენი გამოძიებაა და ვნახავთ.”

 

 

შეგახსენებთ, რომ, დღეს შს სამინისტროს სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ შს სამინისტრო პროკურატურას ყოფილ შს მინისტრთან დაკავშირებულ მასალებს უგზავნის.

 

 

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება 2006-08 წლებში მომხდარ ფაქტებს, კერძოდ, უწყების განცხადებით, 2006 წლის 13 მარტს მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც თანამდებობრივი უფლებამოსილება შუუჩერდა დათა ახალაის და ვასილ სანოძეს. უფლებამოსილების შეჩერება უკავშირდებოდა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს აცხადებს, რომ  ვასილ სანოძე და დათა ახალაია, მიუხედავად იმისა, რომ შეჩერებული ჰქონდათ თანამდებობრივი უფლებამოსილება, აგრძელებდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელობას.

 

 

ვასილ სანოძე დასახელებულ პერიოდში გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, ხოლო დათა ახალაია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი