კომენტარი

კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის” გმობს LGBT აქტივისტების დარბევას

19 მაისი, 2012 •
კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის” გმობს LGBT აქტივისტების დარბევას

კოალიცია “ევროპული საქართველოსთვის” წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები გამოთქვამენ უკიდურეს აღშფოთებას 17 მაისს, თბილისში, რელიგიური ექსტრემისტების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისა და ძალადობის გამო. აღნიშნული განცხადება კოალიცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

”ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პოლიციამ, რომელიც წინასწარ იყო გაფრთხილებული დემონსტრაციის შესახებ, ვერ შეძლო დემონსტრანტების უსაფრთხოების სათანადო უზრუნველყოფა და ძალადობის აღკვეთა. 

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ, განურჩევლად აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციისა, მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლურ პრინციპს. კოალიცია ევროპული საქართველოსთვის წევრი ორგანიზაციები და ხელმომწერები მოვითხოვთ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2012 წლის 17 მაისს მომხდარის მიუკერძოებელ გამოძიებასა და ძალადობაში დამნაშავეთა კანონის შესაბამისად დასჯას,” – აცხადებს კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის”.

განცხადებისთვის ხელმოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. 18 მაისს, 11:00 საათის მონაცემებით, განცხადებას ხელს 69 მოქალაქე აწერს.

ამავე თემაზე:

“იდენტობა”: პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება

პოლიციამ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილენი გააფრთხილა [Video]

ლგბტ აქტივისტებმა შეურაცხყოფის ფაქტზე პროკურატურას მიმართეს

თბილისში ლგბტ აქტივისტებს სცემეს [Video]

მასალების გადაბეჭდვის წესი