ეკლესია ჩვენი ქვეყანის ნებისმიერი მოქალაქის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. ეს გავლენა ადამიანის დაბადებიდან გარდაცვალებამდე, მონათვლიდან წესის აგებამდე გრძელდება. თუმცა, რატომ დაბადებიდან? ეკლესია იმდენად ძლიერია, რომ ადამიანთა ბედ-იღბალს ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე განსაზრვრავს. ამას იგი შობადობის და დემოგრაფიის მისეული პოლიტიკის გატარებით ახერხებს. ამ პოლიტიკის ‘’ფასადი ’’ სამებაში პერიოდულად ჩატარებული მასობრივი ნათლობაა, სადაც ‘’მესამე და მეტი’’ ბავშვის ნათლია თვით პატრიარქია ხოლმე. ‘’ფასადი’’ მართლაც შთამბეჭდავია: სამების ტაძრის ბრწყინვალება, ოქრო-ვერცხლი და ტელეკამერების სიმრავლე. მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე ქუჩების აღდგენა-განახლების სამუშაოების გამოცდილებიდან ვიცით, რომ ფასადის უკან ხშირად მტვერი და ობი იმალება ხოლმე. ეკლესიის მიერ გატარებულ შობადობის პოლიტიკასაც აქვს თავისი ლაქები. ამ პოლიტიკის დევიზი ასე ჟღერს: ‘’ყველაფერი ღვთის ნებაა’’ და ის ე. წ. ‘’ოჯახის დაგეგმვის’’ საწინააღმდეგო მიმართულებაა.ოჯახში ბავშვის გაჩენამდე ფიქრი იმაზე, შეძლებენ თუ არა მშობლები ბავშვის მოვლა-პატრონობას, მის გამოკვებას, განათლებით უზრუნველყოფას, ეკლესიის აზრით ცოდვაა. ამაზე არ უნდა იფიქრო და არაფერი არ უნდა დაგეგმო, ბავშვი გაგიჩნდა, ესე იგი უფლის ნება აღსრულდა. შესაბამისად, ეკლესია ‘’ოჯახის დაგეგმვის’’ საშუალებას -კონტრაცეპტივების გამოყენებას ბოროტებად მიიჩნევს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ღატაკ ოჯახებში იბადება 5, 6,7 და ზოგჯერ 10 ბავშვი. სივიწროვის გამო ბავშვებს ერთ ლოგინში ერთმანეთზე წოლა და ასე ძილი უწევთ. ბავშვები შიმშილობენ, ზამთარში სცივათ, სკოლაში ვერ დადიან და მათი ცხოვრება მუდმივი ტანჯვაა. თუ მშობლები ლოთობენ, შვილებს სამათხოვროდ ქუჩაში უშვებენ და სასტიკად ეპყრობიან; მათი ტანჯვა ორმაგდება. ასეთი ოჯახები, სამწუხაროდ, ცოტა არ არის.
ასეთი მრავალშვილიანი ‘’დაუგეგმავი შობადობის’’ ოჯახებიდან მშობლების მიერ შვილების ბავშვთა სახლებში ჩაბარება ხშირია. ბავშვთა სახლები თვითონ ეკლესიასაც მრავლად აქვს და თუ როგორ მძიმე ატმოსფეროში ამყოფებენ იქ ბავშვებს, ამ წერილიდან ნათლად ჩანს. .. საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონატების ხელმძღვანელობა მეუფე სპირიდონს აბარია.
წერილიდან მხოლოდ ერთი ციტატის ამოღებაც საკმარისია, რომ ამ ადამიანის ბავშვებისადმი დამოკიდებულება დავინახოთ.
„ვერც კი შეა და რებთ სა ე რო ბავ შვთა სახლების მკვიდრ ბავ შვებს. ჩვენ თან ბევ რი სტუ მა რი მო დის და ყვე ლა ერთხმად აღ ნიშ ნავს: იქ ბავ შვების თვა ლებში მა ინც ბოროტ მოქ მე დია ჩა მა ლუ ლი ო. ეს იმი ტომ ხდება, რომ იქ არ აქვთ ია რა ღი იმი სათ ვის, რომ ეშ მა კის გან ჩაღ ვრი ლი ბორო ტი თეს ლი ამო ძირ კვონ. ეს ია რა ღი ხში რი აღ სა რება და ზი ა რებაა. სტუმ რები გვეუბნებიან: თქვენ თან რომ მოვდივართ და ბავ შვებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ დაწ მენ დი ლი, მო სიყვა რუ ლე სახეები, ან თებული თვა ლები აქვთ. მათ ში შინაგანი სიხარუ ლი იგ რძნობაო”
საპატრიარქოს შობადობის პოლიტიკის შედეგი ათასობით ადამიანის ასეთ ოჯახში და დაწესებულებაში გატარებული მწარე ბავშვობაა. ამის თავიდან აცილება კი ეკლესიის მიერ მრევლისთვის კონტრაცეპტივების გამოყენებაზე ნების დართვა და ‘’ოჯახის დაგეგმვაა’’, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენი შვილი უნდა იყოლიო, რამდენის მოვლასაც შეძლებ.
ავად თუ კარგად, ბავშვები იზდებიან, საბავშვო სახლებს ტოვებენ და ქალაქად თუ სოფლად დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. თუმცა საპატრიარქოს აქაც ვერსად გაექცევი, ის ამ საკითხშიც მონაწილეობს. მას სოფლის მოწყობის და რეგიონების განვითარების მისეული ხედვა აქვს. საპატრიარქო სოფლიდან ქალაქებისკენ მოსახლეობის მიგრაციის კატეგორიული წინააღმდეგია. ამას ის ქართული სოფლის გადარჩენას უწოდებს. კონფლიქტური რეგიონების გაუთვალისწინებლად საქართველოში 3668 სოფელია. აქედან 1300-ზე მეტ სოფელში 200 და ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ბევრია ისეთიც, სადაც სულ რამოდენიმე ათეული ადამიანი სახლობს. ბუნებრივია, ასეთ სოფლებში ბავშვებიც ცხოვრობენ, რომლებსაც უფლება აქვთ სკოლაში იარონ, განათლება მიიღონ, სპორტს, მეცნიერებას, ხელოვნებას ეზიარონ. სოფელში, სადაც სულ ხუთი ბავშვია, ცხადია, სკოლა ვერ იარსებებს და თუ მაინც არსებობს, ფორმალურად. ასეთ სკოლაში ყველა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის. სახელმწიფოში ფიზიკურად არ არსებობს იმდენი ფული, რომ 3668 სოფელში თითო თანამედროვე სკოლა აშენდეს-ეს შეუძლებელია. სკოლის გარდა ადამიანს კულტურის, სპორტის, გასართობი, საყოფაცხოვრებო, დასასვენებელი ინფრასტრუქტურა სჭირდება, რაზეც ჩვენს პირობეში ლაპარაკიც კი ზედმეტია. ასეთ სოფლებში მცხოვრები ბავშვები ქალაქელ თანატოლებთან არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებული და ეს უსამართლობაა. ამ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია, თუ საპატრიარქოც და სახელმწიფოც თანამედროვეობას თვალს გაუსწორებს და მოსახლეობის ურბანიზაციის ბუნებრივ პროცესს ხელს არ შეუშლის.
საპატრიარქოს ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის მომავალზეც საკუთარი ხედვები აქვს. მან ქართველი ადამიანის ‘’სტანდარტი’ დიდი ხანია შეიმუშავა და მოსახლეობის სტანდარტიზაციას პრაქტიკაში ანხორციელებს კიდეც. საპატრიარქო საკუთარ პოლიტიკას ეკლესიებში ქადაგებებით, მისდამი დაქვემდებარებული სკოლებით, სასულიერო სემინარიებითა და აკადემიებით, საკუთარი ტელე-რადიომაუწყებლობით, ათობით ჟურნალ –გაზეთით, საერო უნივერსიტეტით და მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალის გამართვით ანხორციელებს. ადამიანის სახეობას, რომელსაც საპატრიარქო ქმნის, პირობითად ‘’ძველი ადამიანი’’ შეიძლება ეწოდოს. საპატრიარქო ღარიბ ოჯახებში, საბავშვო სახლებში, უკაცრიელ სოფლებში საცხოვრებლად ამდენ ბავშვს იმიტომ იმეტებს, რომ ეს მისი ‘’ელექტორალური ბაზაა’’. რაც მეტი გაუნათლებელი ადამიანი იცხოვრებს ქვეყანაში, მით უფრო გაიოლდება მათი მართვა და დამოძღვრა. ეკლესია ადამიანისგან ერთ რამეს_მორჩილებას ითხოვს: რაც შეიძლება ნაკლები იფიქრე, ყოველი შენი ნაბიჯი მოძღვარს მოახსენე, მისი მითითებები შეასრულე და ცხონდები. საპატრიარქოდან კულტივირებული ‘’ძველი ადამიანი,’’ მორჩილი, შემოქმედებით უნარს და კრიტიკული აზროვნებას მოკლებული ბიომანქანაა, რომელსაც ეკლესია სულიერების ქონას მიაწერს. ასეთ ადამიანებს ქმნის ქ.მ.ე.
მოდით ყველამ ცალ-ცალკე ექსპაერიმენტი ჩავატაროთ, დავაკვირდეთ სასულიერო პირთა ტელეარხებით, რადიოსადგურებით, ნაბეჭდი ტექსტით, ვიდეოჩანაწერებით გავრცელებულ ქადაგებებს და დავითვალოთ, რომელ სიტყვას უფრო ხშირად ახსენებენ ‘’მამაოები’’ – ქრისტეს, თუ ეშმაკს? ნახავთ, რომ მათ ქადაგებებში სატანა იესო ქრისტეზე ბევრად უფრო მეტად მოიხსენიება. ჩვენი სამღვდელოების მთავარი გმირი ეშმაკია..
![]() | ავტორის შესახებ გია მარიამიძე არის ნეტგაზეთის ბლოგერი |





