კომენტარი

გამოკითხვა პატრიარქის ქადაგებაზე გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ [Video]

30 აპრილი, 2012 •
გამოკითხვა პატრიარქის ქადაგებაზე გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ [Video]
რას ფიქრობენ თბილისელები პატრიარქის გუშინდელ ქადაგებასთან დაკავშირებით, სადაც ილია მეორემ გენდერული თანასწორობის თაობაზე ისაუბრა.
 
პატრიარქის თქმით, “საღვთო წერილი ამბობს, რომ ოჯახის მეთაური არის ქმარი. ოჯახი – ეს არის ერთი სხეული და არ შეიძლება, რომ ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია”.
 
ქადაგებისას პატრიარქმა ასეთი საილუსტრაციო მაგალითი მოიყვანა:
 
“მაგალითად, მეუღლე, ქმარი მოვიდა სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, შენ უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შენ უნდა შესთავაზო საჭმელი და სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს.”

“ნეტგაზეთის” მიერ გამოკითხულთა უმეტესობა, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებმაც კამერის წინ საუბარი არ ისურვეს, აღიარებს, რომ ქართულ ოჯახში მამაკაცი დომინანტია. მათი აზრით, ქალი მამაკაცს უნდა უმზადებდეს საჭმელს, თუმცა მეუღლისთვის ფეხების დაბანა ზედმეტია და ამას დღეს არავინ აკეთებს.

გამოკითხულთა ნაწილი თვლის, რომ მამაკაცი, როგორც ოჯახის უფროსი, ქართული ტრადიციის ნაწილია და ასეც უნდა დარჩეს, ნაწილის აზრით კი, თანასწორობა და თანასწორობისთვის ბრძოლა აუცილებელია.

 

ამავე თემაზე:

პატრიარქი გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი