კომენტარი

რუსი პოლიტიკოსების წერილი სააკაშვილს ვახანიას გამო

17 იანვარი, 2012 • 1295
რუსი პოლიტიკოსების წერილი სააკაშვილს ვახანიას გამო

საქართველოს პრეზიდენტს
ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს

ბატონო პრეზიდენტო!
ჩვენი პოლიტიკური თანამებრძოლები, დამოუკიდებელი პრესა და უფლებადამცველები მრავალგზის მიუთითებდნენ საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. საქართველოს ეს მიღწევები წარმოადგენს ნამდვილ ნიშნის მოგებას რუსეთის ავტორიტარული ხელისუფლებისათვის.

თქვენი ყურადღება გვსურს მივაპყროთ რუსი უფლებადამცველებისა და დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლების არაერთგზის მიმართვაზე (მათ შორის თბილისში თქვენთან პირადად შეხვედრის დროს), რომელიც შეეხებოდა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვლადიმერ ვახანიას გათავისუფლებას. აღნიშნული მიმართვები, სამწუხაროდ, ყურადღების გარეშე იქნა დატოვებული.

გვსურს, დავეთანხმოთ ადამიანის უფლებების ევროპის საბჭოს კომისრის ტ.ჰამარბერგის პოზიციას, რომელიც მან ჩამოაყალიბა თავის ანგარიშში, საქართველოში 2011 წლის 18-24 აპრილს განხორციელებული ვიზიტის შემდეგ.

ბ-ნი ტომას ჰამარბერგი შეხვდა ვლადიმერ ვახანიას და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს სანდო ფაქტების საკმაო რაოდენობა, რომლებიც მიუთითებენ ვლადიმერ ვახანიას საქმეში გამოძიებისა და სამართალწარმოების პროცესში დაშვებულ სერიოზულ შეცდომებზე.

გთხოვთ, თქვენი უფლებამოსილებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლოთ  ბატონი ვ.ვახანია.

გულწრფელი პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,

მიხეილ კასიანოვი (რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავჯდომარე 2000-2004 წლებში, სახალხო თავისუფლების პარტიის თანათავმჯდომარე);

ბორის ნემცოვი (სახალხო თავისუფლების პარტიის თანათავმჯდომარე);

ვლადიმერ რიჟკოვი (სახალხო თავისუფლების პარტიის თანათავმჯდომარე

2011 წლის 28 დეკემბერი

Image 5893
Image 5893



ამავე თემაზე:

რუსი უფლებამდამცველების, საზოგადოების წარმომადგენლების წერილი სააკაშვილს

რუსი უფლებადამცველები სააკაშვილს ვახანიას გათავისუფლებას თხოვენ

ნანული ვახანიამ შიმშილობა შეწყვიტა

მასალების გადაბეჭდვის წესი