კომენტარი

მედიის კოალიცია საარჩევნო კანონმდებლობაზე განცხადებას ავრცელებს

24 დეკემბერი, 2011 • 997
მედიის კოალიცია საარჩევნო კანონმდებლობაზე განცხადებას ავრცელებს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” საარჩევნო კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“კოალიცია მხარს უჭერს UNDP-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტს, რომელიც სრულად მოიცავს საარჩევნო პროცესის გაშუქების, ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის, პოლიტიკური დებატებისა და მედიამონიტორინგის სისტემის რეგულირების საკითხებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციას მიჩნია, რომ ამ პაკეტის სრულად გათვალისწინება საარჩევნო კანონმდებლობაში ხელს შეუწყობს სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას.

“მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური დებატები და საარჩევნო პროცესის თანასწორი გაშუქება დემოკრატიული არჩევნების გამართვის აუცილებელი პირობაა”, -აცხადებს კოალიცია “მედიის ადვოკატიტერბისთვის”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი