კომენტარი

თბილისის ჰამქრის მიმართვა ქ. თბილისის მერს ბ-ნ გიგი უგულავას

21 დეკემბერი, 2011 • 1066
თბილისის ჰამქრის მიმართვა ქ. თბილისის მერს ბ-ნ გიგი უგულავას

თბილისის ჰამქარმა გუდიაშვილის მოედანთან დაკავშირებით მიმართვა გაუგზავნა თბილისის მერს. გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექტს.

“მივესალმებით, რა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მიგვაჩნია, რომ თბილისის მერიამ წერილობითი ფორმით უნდა განუმარტოს გუდიაშვილის მოედნის ავსტრიულ საინვესტიციო ჯგუფის “IRAO MAGNAT Gudiashvili LLC” წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის განხორციელება შეუძლებელია. ვინაიდან, გუდიაშვილის მოედანი წარმოადგენს თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვის ზონას, ამ ტერიტორიაზე არსებული შენობების უმრავლესობას გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება. ამდენად, ყოვლად დაუშვებელია ამ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული შენობების დანგრევის ხარჯზე ახალი განაშნიანების მოწყობა და ისტორიულ გარემოში უხეში ჩარევა.

ამდენად, აღნიშნულ მოედანთან მიმართებაში გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილის შენარჩუნებას.

თბილისის მერიის მიერ კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად უნდა განისაზღვროს ერთადერთი ადექვატური ქმედება, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ამ ტიპის მაღალმხატვრული ღირებულების შენობებზე, რაც გამოიხატება შენობათა კონსერვაცია-რესტავრაციაში.

ზემოაღნიშნული მოთხოვნები უნდა გაიწეროს თბილისის მერიასა და ინვესტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ტექნიკური დავალების სახით.

საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათავლისწინებით გთხოვთ აღნიშნული ტექნიკური დავალება გამოქვეყნდეს თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ. გვერდზე.

საზოგადოების მხრიდან გუდიაშვილის მოედანის რეაბილიტაციასთან დაკავშვირებით განსაკუთრებული ინტერესის გამო, მიზანშეწონილად მიგვაჩნია უმოკლეს ვადაში დაიგეგმოს თქვენი-ქალაქის მერის, მერიის წარმომადგენლების,ქალაქის განვითარების ფონდის,ინვესტორისა და ჩვენი, როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიონალთა გაერთიანებული ჯგუფის შეხვედრა”.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ველით თქვენს გამოხმაურებას.


მასალების გადაბეჭდვის წესი