კომენტარი

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას

28 ნოემბერი, 2011 • 974
კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას.

“კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” სრულ სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას და უერთდება პრესის წარმომადგენლების სამართლიან პროტესტს საგაზეთო ჯიხურების შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილების გამო.

საქართველოში პრესის დისტრიბუცია პრობლემური საკითხია. საგაზეთო ჯიხურების ადგილებზე აუქციონის გამოცხადება კი კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას, რადგან მნიშვნელოვნად შეზღუდავს ჟურნალ-გაზეთების გავრცელება-გაყიდვას.

ვფიქრობთ, გაზეთი, ჟურნალი და წიგნი არის საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროდუქტი და ჯანსაღი კონკურენცია, სასურველია, არსებობდეს ამ პროდუქტის დისტრიბუტორებს შორის  და არა გაზეთის გამავრცელებელსა და საკვები პროდუქტის გამავრცელებელს შორის.

კოალიცია თხოვნით მიმართავს მერიას, გააუქმოს დანიშნული აუქციონი, დაუყოვნებლივ შეხვდეს ბეჭდური მედიის  გამომცემლებსა და გამავრცელებლებს და მათთან თანამშრომლობით ისე გადაწყვიტოს საკითხი, რომ არ დაზარალდეს ბეჭდური გამოცემები და მათი მომხმარებელი”.–ნათქვამია კოალიციის ”მედიის ადვოკატირებისათვის” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი