კომენტარი

ჰიდროპროექტები და მათი ზემოქმედება გარემოზე

23 ოქტომბერი, 2011 • 1029
ჰიდროპროექტები და მათი ზემოქმედება გარემოზე



Live Video streaming by Ustream სადისკუსიო თემას მიმოიხილავენ: დავით ჭიპაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“-ს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგრამის კოორდინატორი. გიორგი მეტრეველი – კლიმატის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი. ეკატერინე ბახტაძე – აჭარის ეკონომიკის სამინიტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები, ექსპერტები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ეკოლოგიის სფეროში დასაქმებული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ,,გაზეთ ბათუმელების’’ ჟურნალისტი ცაგო კახაბერიძე. დისკუსიაზე დასწრება შეზღუდულია. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დისკუსია თვალი ადევნოს პირდაპირ ეთერში ინტერნეტში მისამართზე: presscafe.ge. ან/და netgazeti.ge ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ექნება პირდაპირი ეთერის დროს დასვას კითხვები და ჩაერთოს დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (presscafe.batumi). დისკუსიის არასრული ვერსია გადაიცემა ტელეარხი 25-ის ეთერით და გამოქვეყნდება ,,გაზეთ ბათუმელებში“’. დისკუსიაში მონაწილეობისთვის 2011 წლის 23 ოქტომბერს, 17:00-საათზე გელოდებით ბათუმის პრესკაფეში. დისკუსია გაგრძელდება19:00 საათამდე. მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1.2 დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება’’ – ფარგლებში’. პროექტის მიზანია, ვისაუბროთ აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მივცეთ საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩაერთონ ამ დისკუსიებში. პროექტის პარტნიორები: ,,ტელეარხი 25’’; ,,გაზეთი ბათუმელები’’, ინტერნეტგამოცემა netgazeti.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი