კომენტარი

ბიზნესგარემო ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში

29 სექტემბერი, 2011 • 987
ბიზნესგარემო ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში



Live video by Ustream

ბათუმის პრეს–კაფეში დღეს დისკუსია გაიმართება, თემაზე – „ბიზნესგარემო ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში“. დისკუსიაზე მოხსენებით წარდგებიან ბიზნესმენები – თენგიზ ბაკურიძე და მეთიმ იაღლი, ასევე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ბახტაძე.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები, ეკონომიკის ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

დისკუსია დღეს, 17:00 საათზე, დაიწყება და მას ლაივსტრიმის მეშვეობით შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ვებ–გვერდებზე: presscafe.ge და netgazeti.ge. ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ექნება პირდაპირი ეთერის დროს დასვას კითხვები და ჩაერთოს დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპით დაკავშირება შესაძლებელია მისამართზე: batumelebi1).

დისკუსიები იმართება NED-ის დაფინანსებული პროექტის – ,,დემოკრატიული იდეების განვითარება“ – ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ასოციაცია,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი