კომენტარი

netgazeti.ge აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის თანამდებობაზე

5 სექტემბერი, 2011 • 1152
netgazeti.ge აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის თანამდებობაზე
დედლაინი: 15 სექტემბერი, 2011

ვაკანსიის რაოდენობა: 3

პოზიცია: რეპორტიორი
სამუშაოს დაწყების თარიღი: დაუყოვნებლივ
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

netgazeti.geის შესახებ:

netgazeti.ge არის ონლაინ გამოცემა, რომელიც შპს „გაზეთმა ბათუმელებმა” დაარსა 2010 წელს.  გამოცემის მიზანია, ინტრენეტის მომხმარებელს მიაწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბები, მოვლენების ანალიზი და იყოს ღია ადგილი მრავალფეროვან მოსაზრებათა გამოხატვისთვის.  ნეტგაზეთის ამოცანაა  აუდიტორიას საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია ახალი მედიის პლატფორმების გამოყენებით. ამიტომაც კონტენტის წარმოებისას ვიდეოს, ფოტოს და აუდიოს გამოყენება ნეტგაზეთის რეპორტიორებისთვის  აუცილებელი  მოთხოვნაა.

შპს „გაზეთი ბათუმელები” არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული კომპანია, რომელიც გამოსცემს ყოველკვირეულ დამოუკიდებელ გაზეთს – „გაზეთი ბათუმელები”  (ბათუმი) და ფლობს ვებ გვერდებს: netgazeti.ge (თბილისი); pliaj.ge (ბათუმი); batumelebi.ge (ბათუმი)

ვაკანსიის მოკლე აღწერა

netgazeti.ge ამჟამად ეძებს რეპორტიორებს,  რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მოამზადონ ჟურნალისტური ნამუშევრები საიტისთვის.  ნეტგაზეთი განსაკუთრებით დაინტერესებულია იმ ჟურნალისტებით, რომლებსაც აინტერესებთ პოლიტიკის, ეკონომიკის და კულტურის საკითხების გაშუქება.

კონკურისის პირობების თანახმად, განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ პროფესიული უნარ-ჩვევები და ფლობდნენ ცოდნას ჟურნალისტური სტანდარტების შესახებ. ნეტგაზეთი მიესალმება ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე განმცხადებლებს, თუმცა ეს მოთხოვნა აუცილებელი არ არის.

განმცხადებელი კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და უცხო ენებს, უნდა აინტერესებდეს ახალი მედია და მისი ტექნოლოგიები. უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის ექსტრემალურ პირობებში.

netgazeti.ge-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  განმცხადებლების მოტივაცია აღნიშნულ პოზიციების დასაკავებლად. ამიტომაც დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი რეზიუმესთან  და ორ ნამუშევართან ერთად  უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ntsetskhladze@gmail.com ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2011 წლის 15 სექტემბრისა.

ნეტგაზეთი თავად დაუკავშირდება შერჩეულ განმცხადებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი