კომენტარი

გამოხატვის თავისუფლება და ქსენოფობია

31 აგვისტო, 2011 • 1148
გამოხატვის თავისუფლება და ქსენოფობია


დღევანდელ სადისკუსიო თემას აუდიტორიას წარუდგენს მედია ექსპერტი, “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს თავმჯდომარე – ზვიად ქორიძე, ხოლო დისკუსიას მოდერაციას გაუწევს “ნეტგაზეთის” რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი.

 

დისკუსიას ბათუმის პრეს-კაფედან პირდაპირ ეთერში გთავაზობთ “ნეტგაზეთი”.  მაყურებელს საშუალება აქვს, პირდაპირი ეთერის დროს დასვას კითხვები და ჩაერთოს დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართია: batumelebi1).

დღევანდელი დისკუსიით ბათუმის პრეს-კაფე ხსნის დისკუსიების ციკლს თემაზე – “მედია და საზოგადოება”. პრეს-კაფეში, ასევე, დაგეგმილია დისკუსიების ორგანიზება სხვა თემატიკაზეც, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

დისკუსიებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირ ეთერში მისამართზე: presscafe.jam.ge.

დისკუსიები იმართება NED-ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “დემოკრატიული იდეების განვითარება” – ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან: ,,ტელეარხი 25’’; ,,გაზეთი ბათუმელები’’ და ,,ნეტგაზეთი’’.

მასალების გადაბეჭდვის წესი