კომენტარი

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” არ წყვეტს ”მედია პალიტრის” საგადასახადო შემოწმების პროცესზე დაკვირვებას

28 ივლისი, 2011 • 961
კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” არ წყვეტს  ”მედია პალიტრის” საგადასახადო შემოწმების პროცესზე დაკვირვებას

კოალიციამ ”მედიის ადვოკატირებისათვის” საგანგებო განცხადება გაავრცელა 2011 წლის 6 ივნისს ”მედიაპალიტრის”  6 კომპანიაში ერთდროული,  მოულოდნელი საგადასახადო შემოწმების თაობაზე.  კოალიციის მიერ  ქ. თბილისში 26 მაისს განვითარებული მოვლენებისა და მით უფრო, ”მედიაპალიტრის” მხრიდან ამ მოვლენების დამოუკიდებლად და ობიექტურად გაშუქების გამო  ხელისუფლების გადაწყვეტილება შეფასებულ იქნა, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მცდელობა.

მედიასაშუალების მხარდაჭერის მიზნით ბეჭდურმა მედიამ საკუთარი გამოცემების პირველ გვერდებზე აქტიურად გამოხატა სოლიდარობა, რითაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ამ მოვლენას.

აღსანიშნავია, რომ ”მედიაპალიტრის” სრული საფინანსო შემოწმება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. მისი დასრულება იგეგმება 2011 წლის 29 ივლისისათვის, შესაბამისად, ეს პროცესი კვლავ რჩება კოალიციის ინტერესის სფეროში. ამ მიზნით კოალიცია გეგმავს, დამოუკიდებელ აუდიტორთა ჯგუფთან თანაშმრომლობით დეტალურად შეისწავლოს საგადასახადო ორგანოს შემოწმების შედეგები და საზოგადოებას მიაწოდოს ალტერნატიული მოსაზრებები შემოწმების შედეგების კანონიერებისა და სამართლიანობის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი