საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 200-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, შეშფოთებას გამოთქვამს ფოტორეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებით და მოითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ განმარტოს ფოტორეპორტიორების დაკავების მიზეზები და ოფიციალური საფუძველი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ ფოტორეპორტიორების დაკავების საქმით.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა რამდენიმე ფოტორეპორტიორი დააკავეს. სააგენტოების ცნობით, დაკავებულები არიან „ასოშიეიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი, საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე.