კომენტარი

ვანო მერაბიშვილის კომენტარები 26 მაისის აქციის დაშლის თაობაზე

7 ივლისი, 2011 •
ვანო მერაბიშვილის კომენტარები 26 მაისის აქციის დაშლის თაობაზე

რუსეთში მოქმედი რადიოსადგური “ეხო მოსკვი” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს. გთავაზობთინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ვანო მერაბიშვილი 26 მაისის აქციის დაშლის შესახებ საუბრობს.

– ვისაუბროთ ოპოზიციის მასობრივი აქციის დარბევაზე. საქმე იმაშია, რომ აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია პარალელების გავლება რუსეთთან, რადგან ჩვენთანაც ასე ხდება ხოლმე. ჩვენთანაც არის ასე, როცა ოპოზიციის აქციებს სასტიკად არბევს ომონი.

– “სასტიკზე” ვერ დაგეთანხმებით.

– როდესაც ადამიანების მსხვერპლია, ეს სასტიკი არ არის?

– მოდით ვთქვათ, ვინ არის მსხვერპლის მიზეზი. ნინო ბურჯანაძის ესკორტი შეიჭრა ადამინების ბრბოში და დახოცა იქ ხალხი – პოლიციელი და მომიტინგე. ეს არ მომხდარა პოლიციელების გამო. პოლიციელების გამო არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. ასე რომ, არ შეიძლება შედარება. ასე ჩანს, რომ ნინო ბურჯანაძის ექსკორტმა… ეს დამტკიცებულია, ეს ჩანს ვიდოეზე. თქვენ ნახეთ ეს ვიდეო?

– ვიდეო, რომელიც რუსეთში აჩვენეს, გესმით, ალბათ, ქმნის ძალიან კონკრეტულ განწყობას სიტუაციის აღსაქმელად. იმდენად, რამდენადაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რუსი მსმენელებისთვის…

– თქვენ თქვით, რომ იყო მსხვერპლი. მე თქვენ გეტყვით, რომ ორივე ადამიანი დაიღუპა ნინო ბურჯანაძის ესკორტის მანქანებისგან. პოლიციის რა სისასტიკეზე შეიძლება საუბარი, თუკი დაიღუპა პოლიციელი და მომიტინგე და მათ გადაუარა მანქანამ, რომელშიც იჯდა ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ატარებდა მიტინგს? იმის თქმა, რომ ეს იგივეა, რაც ხდება რუსეთში, უკაცრავად, მაგრამ არაკორექტულია.

– ახლახანს მიიღეთ კანონი მასობრივი შეკრებების შესახებ, იმაზე, თუ რა შეიძლება და რა – არა, როგორ უნდა იქნას დაშლილი. შეიძლება კონკრეტულად ვისაუბროთ ამის შესახებ, რომ გავიგოთ, არის რამე რეპრესიული მომენტი აქ ჩადებული თუ არა?

–  გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვარ ამ კანონის დიდი მცოდნე. ამ კანონის ინიციატორი არ ყოფილა შსს, მე ცუდად ვიცნობ ამ კანონს. რამდენადაც ვიცი, ამ კანონში დაზუსტებულია პროცედურები და შეზღუდულია გარკვეული საგნების ტარება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას. თქვენ იცით, რომ ამ მიტინგების დროს, რომელიც თვენ შეადარეთ რუსულს, აქ ბრჭყალებში მომიტინგეებს, რომლებიც დაახლობით ერთი კვირის მანძილზე იდგნენ ამ ადგილებში,  დაშლამდე  შესთავაზეს, გადასულიყვნენ სხვა ადგილზე, რადგან იქ ტარდებოდა აღლუმი მეორე დილას. მთელი კვირის მანძილზე იდგნენ იქ და მათ იქ დგომას არავინ უშლიდა ხელს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ადამიანები იდგნენ ჯოხებით, ხელკეტებით, ფარებით. მათ რამდენჯერმე დააზიანეს პოლიციის მანქანები, ცემდნენ პოლიციელებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ეს ყველაფერი ნაჩვენები იქნა ტელევიზიით. მათ ხელში ეჭირათ დიდი ჯოხები, რაც არანაირად არ ჯდებოდა მიტინგის რაიმე სახის ინფრასტრუქტურაში. ეს არც პლაკატები იყო, არც დროშები, ეს იყო ჩვულებრივი ხელკეტები, რითაც აზიანებდნენ მანქანებსა და ხალხს. გარკვეული სახის შეზღუდვები არსებობს ყველა ქვეყანაში მიტინგების ჩატარების დროს, რომ არ შეექმნას პრობლემები არა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ რიგით მოქალაქეებს, რადგან ამ ხელკეტებით ხანდახან ზარალდებოდნენ რიგითი ადამიანები.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად უნდა იქნას შეზღუდული პოლიციელის ქმედება, როდესაც ის მუშაობს ამ ტიპის აქციებზე, როცა არის საკმაოდ აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი ან უბრალოდ გაშმაგებული ბრბო?

– ისინი უნდა მუშაობდნენ საერთაშორისო სტანდარტებით, რაც არსებობს. არაფრის მოგონება არ არის საჭირო. ჩვენ ვწვრთნით ჩვენს პოლიციელებს იმ სტანდარტებითა და იმ ექსპერტების მეშვეობით, რომელიც არსებობს მსოფლიოში. მსოფლიოში ძალიან დიდი პრაქტიკაა, ბევრი ტექნიკური საშუალება, რომელსაც მინიმუმამდე დაყავს მსხვერპლი.

საქართველოში მიტინგის მასობრივად დაშლა მოგვიხდა ორჯერ და პოლიციელების მიზეზით არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. არც ერთი ადამიანი, ხაზს ვუსვამ, პოლიციელების ქმედების გამო არ დაღუპულა. უკანასკნელ შემთხვევაში დაიღუპა ერთი პოლიციელი და ერთიც სამოქალაქო პირი, არა პოლიციელი, იმ მანქანის მძღოლის საბურავისგან, რომელიც შედიოდა ესკორტის შემადგენლობაში. ახლა არ ვიტყვი, კონკრეტულად რომელი მანქანის. იყო დაახლოებით ოთხი “ჯიპი”, ერთ–ერთ მათგანში ისხდნენ მიტინგის ხელმძღვანელები. ამდენად, არალოგიკურია შედარება, რომ ეს იყო სასტიკი დარბევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი