კომენტარი

თინა ხიდაშელის განცხადება რეფერენდუმზე

30 ივნისი, 2011 •
თინა ხიდაშელის განცხადება რეფერენდუმზე

თინა ხიდაშელი: დღესროდესაც პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე დებატებში 2003 წლის რეფერენდუმის თემაც იხილება, ხელისუფლების პატივცემული წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მხრიდან ერთი „არგუმენტიც“ გაისმა – კი მაგრამ, სარეფერენდუმო ბიულტენებიც ხომ იმავე ყუთებში ეყარა და თუ არჩევნები გაყალბდა, რეფერენდუმის შედეგები როგორღაა კანონიერიო.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, თუ როგორ და ვისი დამსახურებით აღმოჩნდა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები გაყალბებული მხოლოდ „ერთი ბიულეტენის“ ნაწილში.

მას შემდეგ, რაც ვენი (მაშინ მე ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისიას ვხელმძღვანელობდი) სარჩელით ლევან მამალაძეს მაჟორიტარული მანდატი ჩამოერთვა და უზენაესმა სასამართლომ გაუქმ პროპორციული არჩევნების შედეგები, ჩვენ მოვამზადეთ საკონსტიტუციო სარჩელი მთლიანად არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე და „ძველი“ პარლამენტის წევრების ხელმოწერით შევიტანეთ სასამართლოში. ეს სარჩელი განუხილველი დარჩა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შეტანილ სარჩელზე საკუთარი ხელმოწერები სააკაშვილის მითითებით გააუქმეს განაციონალურებულმა ნამოქკავშირელმა პარლამენტის წევრებმა და სარჩელმა ძალა დაკარგა. ახალი სარჩელის შეტანის უფლების მქონე ქალბატონმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კი ტრადიციულად თავი შეიკავა პრინციპულ საკითხზე პრინციპული გადაწყვეტილებისაგან…

ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი გაურიგდნენ სწორედ გაყალბებული არჩევნებით „არჩეულ“ მაჟორიტარებს, რომლებმაც ერთგულება შეჰფიცეს ახალ მბრძანებელს და მალევე გამოადგნენ კიდეც მას (მათი უმრავლესობა სააკაშვილის ნდობით აღჭურვუილი პირები გახდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში და 2004 წლის თებერვლის საბედისწერო კონსტიტუციურ ცვლილებებშიც დიდი „წვლილი“ შეიტანეს).

იმედია, ამ საკითხზე მეტი დეტალების შეხსენება აღარ დაგვჭირდება „ვარდების რევოლუციის“ ამ პირველი სამარცხვინო ნაბიჯის ავტორების, შემსრულებლებისა და მხარდამჭერებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი