კომენტარი

სამოქალაქო ფორუმი ეთიკური ჟურნალისტიკისთვის

28 ივნისი, 2011 • 1183
სამოქალაქო ფორუმი ეთიკური ჟურნალისტიკისთვის

4 ივლისს, ორშაბათს, 15:00 – 18:00 საათზე, თბილისში,   სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გაიმართება სამოქალაქო ფორუმი ეთიკური ჟურნალისტიკისთვის. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საჯარო ფორუმზე იწვევს ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სასკოლო და საუნივერსიტეტო საბჭოების წევრებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს.

“მაღალპროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკა, პირველ რიგში, სჭირდება თავად საზოგადოებას, მხოლოდ ასეთი მედიის პირობებში ძლიერდება თითოეული მოქალაქე. ქარტიის საბჭო მოწვეულ სტუმრებს გააცნობს ქარტიის  არსს, მისი მოქმედების პრინციპებს, განხილულ საქმეებსა და საჩივრების ამოქმედების მექანიზმს”, აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქართიის საბჭო.

შეხვედრის მიზანია იმ მეთოდების გაცნობა, რომელიც უნდა გამოიყენოს თითოეულმა მოქალაქემ და მთელმა საზოგადოებამ, რომ მიაღწიოს ეთიკურ ჟურნალისტიკას.
სამოქალაქო ფორუმზე დასწრება ნებაყოფლობითია და თავისუფალი. ფორუმის ყველა მონაწილეს ექნება აზრის თავისუფლად გამოთქმისა და დისკუსიის საშუალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი