კომენტარი

ვახტანგ ხმალაძე: ხელისუფლების შემოთავაზებებში არ არის სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელი საკითხები

25 ივნისი, 2011 • 1122
ვახტანგ ხმალაძე: ხელისუფლების შემოთავაზებებში არ არის სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელი საკითხები

“ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი წინადადებები საერთოდ არ შეესაბამება სამართლიანი არჩევნებისათვის აუცილებელ ძირითად საკითხებს.  ისინი ეხება მხოლოდ ერთ ნაწილს –საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასა და პარტიების შემოწირულობებს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა, არა გადამწყვეტი მნიშვნელობის.

რაც შეეხება  საარჩევნო სისტემის საკითხებს, ისინი არ შეესაბამება არც ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს და არც საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.

ბიომეტრულ პასპორტებზე საერთოდ არ არის საუბარი ხელისუფლების შემოთავაზებებში, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენ საკითხზე, რომელიც ჩვენ მიერ იყო დასმული, ხელისუფლება უარს ამბობს.”–ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ვახტანგ ხმალაძე.

“ოპოზიციური რვიანი” ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებთან დაკავშირებით, ვახტანგ ხმალაძის თქმით, უფრო ვრცელ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

გუშინ, 24 ივნისს, უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ შემუშავებული წინადადებები  “ოპოზიციური რვიანიში”  შემავალი პარტიის, “ახალი მემარჯვენეების” წევრ მამუკა კაციტაძეს წარუდგინა.

 

ამავე თემაზე:

რას სთავაზობს ხელისუფლება “ოპოზიციურ რვიანს”

მასალების გადაბეჭდვის წესი