ახალი ამბები

BBC: სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა

29 მაისი, 2011 • 2175
BBC: სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა

„ბიბისი“ აფხაზეთის ოფიციალურ წაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა.

ბაღაფში მოსკოვის კლინიკაში დღეს გამთენიისას გარდაიცვალა – ავრცელებს ინფორმაციას  „გოლოს რასია“ ბაღაფშის დაცვის წევრის ანდრეი ბობუაზე დაყრდნობით.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბაღაფშს  21 მაისს რუსმა და ფრანგმა ქირურგებმა ფილტვზე ოპერაცია გაუკეთეს და იგი  „წარმატებულად“ შეაფასეს. თუმცა შემდგომ მდგომარეობა გართულდა და სამი დღის მანძილზე  სუნთქვის ხელოვნურ აპარატზე იყო შეერთებული, იუწყება „ინტერფაქსი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი