ახალი ამბები

ბათუმში 25–ე არხის ჩართვას ითხოვენ

28 მაისი, 2011 • 1051
ბათუმში 25–ე არხის ჩართვას ითხოვენ

ამ დროისთვის ბათუმში, საკაბელო ტელევიზია „ერასთან“, 15– მდე ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  „25–ე არხის“ ჩართვას მოითხოვენ.

საკაბელო ტელევიზიით 25–ე არხის მაუწყებლობა გუშინ, 19.00 საათიდან, შეწყდა. გუშინვე „ერას“ ხელმძღვანელობამ  განაცხადა, რომ საქართველოში არ იმყოფება და არ იცის მიზეზები. დღეს საკაბელო ტელევიზიის ტექნიკური სამსახური აცხადებს, რომ გადამცემი აპარატურა დაზიანდა და საჭიროებს შეკეთებას. თუმცა მხოლოდ 25–ე არხის მაუწყებლობა შეწყდა.

არხის ხელმძღვანელმა და მფლობელმა მერაბ მერკვილაძემ გუშინ ტელეკომპანიის გათიშვა შეაფასა, როგორც ზეწოლა არხზე: „თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთები არა მაქვს, ცხადია“, დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი