ახალი ამბები

მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილი 2 გვამი

28 მაისი, 2011 • • 1805
მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილი   2 გვამი

შსს ამბობს, რომ 27 მაისს,  დილით,  თავისუფლების მეტროსთან მდებარე მაღაზიის სახურავზე ორი მამაკაცის გვამი აღმოაჩინა .გუშინვე  მოსწავლე ახალგაზრდობის შენობასთან გარდაცვლილი 26 წლის მამაკაცი იპოვნეს.

” წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან მათი შეხება. გამოძიება სწავლობს ამ პირების შესაძლო კავშირს რუსთაველის პროსპექტზე გამართულ საპროტესტო აქციასთან”,-აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს სამინისტრო ავრცელებს ვიდეო მასალას.

გარდაცვლილი 26 წლის მამაკაცის შესახებ მედიასაშუალებები წერენ. თუმცა ოფიციალურად შს სამინსიტროს მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობასთან ნაპოვნი მამაკაცის შესახებ ინფორმაცოა არ გაუვრცელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი