ახალი ამბები

ნეტგაზეთის ჟურნალისტები მთავარ პროკურორს მიმართავენ

27 მაისი, 2011 • 1205
ნეტგაზეთის ჟურნალისტები მთავარ პროკურორს მიმართავენ

“ნეტგაზეთის” ოთხი თანამშრომელი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ მურთაზ ზოდელავას და თხოვს:

  1. დაიწყოთ გამოძიება პოლიციის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე;
  2. დაადგინოთ დამნაშავე პირები და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მისცეთ პასუხისგებაში.
  3. დაგვიბრუნოთ წართმეული ვიდეოკამერები და გადაღებული ვიდეომასალა.

 

ჟურნალისტების უფლებებს საიას მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრი იცავს. ჟურნალისტები განცხადებას მთავარ პროკურატურაში ორშაბათს გაგზავნიან.

განცხადების სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი