ლავროსი ივანიაძე, 33–ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, ავღანეთში დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც დაღუპული ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწყუხარებას გამოთქვამს.
უმცროსი სერჟანტი ივანიაძე 33-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ივანიაძე პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. სერჟანტის ცხედარი უკვე გადმოსვენებულია. ლავროსი ივანიაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. 2007-2008 წლებში სამშვიდობო მისიით ერაყშიც იმყოფებოდა.