ახალი ამბები

ევროპის კვირეული თბილისში

25 მაისი, 2011 • • 1137
ევროპის კვირეული თბილისში

ევროპის სახლის ინიციატივით, დღეს თბილისში ევროპის კვირეული იხსნება. კვირეული 30 მაისამდე გაგრძლედება.

ევროპის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა ივენთები, რომელთა მიზანია ევროპისა და საქართველოს შორის კულტურული, პოლიტიკური, საგანმანათლებლო და სოციალური კავშირის გაძლიერება.

კვირეულის სტუმრებს შორის არიან: გიუნტერ ვერჰოიგენი (ევროკავშირის ყოფილი კომისარი გაფართოების საკითხებში, გერმანია), უეინ დევიდი, პარლამენტის წევრი (დიდი ბრიტანეთი), პატრიკ მიშელი (École nationale supérieure, საფრანგეთი) და სხვ.

როგორც ორგანიზატორები წერენ, ეს არის შანსი ქართველებისთვის, რომ აწარმოონ პირდაპირი დებატები და დისკუსიები ცნობილ ევროპელ ლიდერებთან.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დებატები, პრეზენტაციები და გამოფენები მოეწყობა არა მარტო ევროპის სახლში, არამედ თბილისის ქუჩებში, უნივერსიტეტებში, მუზეუმებში და ა.შ.

გარდა ამისა, დაგეგმილია  სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის საზეიმო გახსნა.

პროგრამა

მასალების გადაბეჭდვის წესი